» » ხუთი დასკვნა მოსამზადებელი ეტაპის პირველი მატჩიდან
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 902
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 26-07-2017, 00:11
26-07-2017, 00:11

ხუთი დასკვნა მოსამზადებელი ეტაპის პირველი მატჩიდან

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი

ხუთი დასკვნა მოსამზადებელი ეტაპის პირველი მატჩიდან
პირველი მატჩი, პირველი დაკვირვებები...

International Champions Cup-ზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამართული მატჩი მადრიდის "რეალისთვის" მოსამზადებელ ეტაპზე მხოლოდ პირველი გამოდგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზინედინ ზიდანს კალიფორნიაში ჩატარებული შეხვედრიდან რამდენიმე დეტალის გამორჩევა შეუძლია.

მარჯვენა ფლანგი

ძირითადი მარჯვენა მცველის დანი კარვახალისა და მის შემცვლელ ნაჩო ფერნანდესის გარდა, მადრიდის "რეალი" დანილოს კლუბიდან წასვლის შემდეგ ახალი ფეხბურთელის გადაბირების საკითხს განიხილვდა, მაგრამ ჰაკიმი აშრაფის მიერ ნაჩვენებმა ბრწყინვალე თამაშმა, რომელმაც მეორე ტაიმში დეილი ბლინდს გასაქანი არ მისცა, ზინედინ ზიდანი კანტერანოს მთავარ გუნდში ინტეგრირებაზე სერიოზულად დააფიქრა.

ტეო ერნანდესი მოლოდინს ამართლებს

მარცხენა მცველის "რეალის" შემადგენლობაში დებიუტი ძალიან კარგი გამოდგა. მან დაამტკიცა, რომ ახალი სეზონიდან მარსელოს პერიოდულად მეტი დასვენების საშუალება ექნება. მართალია, ტეომ პენალტების სერიაში თავისი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მაგრამ მან შეხვედრის ძირითად დროში პენალტი გამოიმუშავა, რომელიც კაზემირომ გოლად აქცია.

ძირითადისთვის ბრძოლა ცენტრალური მცველის პოზიციაზე

პეპეს წასვლით რაფაელ ვარანს და ნაჩოს ის შანსი მიეცემათ, რასაც დიდხანს ელოდნენ. ძირითადში დამკვიდრდნენ და დაცვის ცენტრში ხელშეუხებელ სერხიო რამოსს შეუწყვილდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა ფრანგის მხარეზეა, ნაჩო ძალ-ღონეს არ დაიშურებს და თავის პარტნიორს მთელი სეზონის განმავლობაში კონკურენციას გაუწევს. მაიამიში გასამართი "კლასიკო" და ევროპის სუპერთასის მატჩი ბევრ კითხვას უპასუხებს.

დასაწყისი გოლის გარეშე

თავდასხმის ხაზში კრიშტიანუ რონალდუს არყოფნა შესამჩნევი იყო. მადრიდელები "წითელი ეშმაკების" საჯარიმოსთან ბურთს აკონტროლებდნენ. თუმცა, ვერც ქარიმ ბენზემამ და ვერც გარეთ ბეილმა უპირატესობა გოლად ვერ აქციეს. გუნდმა გოლის გატანა მხოლოდ პენალტის ნიშნულიდან მოახერხა.

მომავალი საიმედო ხელშია

ნათელია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებმაც ჟოზე მოურინიოს შეგირდების წინააღმდეგ თავი გამოიჩინეს, ახლო მომავალში ძირითად გუნდში მოხვედრა გაუჭირდებათ. თუმცა, მათ დაამტკიცეს, რომ მათზე იმედების დამყარება შეიძლება. ისინი მეორე ტაიმში "იუნაიტედის" ვარსკვლავებს ტოლ-სწორად ეთამაშებოდნენ.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.