"რეალის" შემობრუნებული შეხვედრები

"რეალის" შემობრუნებული შეხვედრები
მადრიდის "რეალს" ამ სეზონში ექვსჯერ აქვს თამაში შემობრუნებული. წინა ტურში, "სარაგოსასთან" შეხვედრაშიც იგივე განმეორდა, ეს იყო ლა ლიგაში მადრიდელთა ზედიზედ მესამე "ქამბექი". ყველაფერი იმაზე მიგვითითებს, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდი ძალიან ბრძოლისუნარიანია. "ბლანკოსმა" 5 თამაში ლა ლიგაში შემოაბრუნა "რაიო ვალეკანოსთან", მადრიდის "ატლეტიკოსთან", "მალიორკასთან", "ატლეტიკთან" და "სარაგოსასთან" შეხვედრებში. ერთი შემთხვევა კი კოპა დელ რეიზე დაფიქსირდა, როდესაც მადრიდელები "მალაგას" მასპინძლობდნენ.

აღნიშნული ფაქტი, პირველად ლა ლიგის მე-5 ტურში "რაიო ვალეკანოსთან" შეხვედრაში დაფიქსირდა. მიჩუმ პირველივე წუთზე დააწინაურა სტუმრები, მაგრამ შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს და გონსალო იგუინის გოლების წყალობით "რეალმა" თამაში შემოაბრუნა, საბოლოოდ ეს მატჩი "თეთრების" სასარგებლოდ 6-2 დამთავრდა. მეორე შემთხვევა მე-13 ტურში, მადრიდის "ატლეტიკოსთან" დაფიქსირდა. დედაქალაქელები მე-14 წუთზე ადრიანმა დააწინაურა, ამის შემდეგ უკვე "ბლანკოსი" გამოფხიზლდა, კრიშტიანო რონალდუმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, მოგვიანებით კი ანხელ დი მარიამ გუნდი წინ გაიყვანა, "ატლეტიკოს" კარი გონსალო იგუაინმაც აიღო ხოლო შეხვედრის მიწურულს კი რონალდუმ დუბლი გაიფორმა, საბოლოო ჯამში ეს შეხვედრა "თეთრების" გამარჯვებით 4-1 დასრულდა.

მესამე შემთხვევა კოპა დელ რეის პირველ შეხვედრაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაფიქსირდა. მადრიდელებმა პირველი ნახევრი 0-2 დათმეს, "მალაგას" შემადგენლობიდან თავი სერხიო სანჩესმა და დემიკელისმა გამოიჩინეს. ჟოზე მოურინიოს გუნდისთვის გადამწყვეტი ბოლო ოცი წუთი აღმოჩნდა, სამი ხედირამ ანგარიში 1-2 გახადა, შემდეგ გონსალო იგუაინმა ტაბლოზე 2-2 დააფიქსირდა, კარიმ ბენზემამ კი გუნდი დააწინაურა და დაეხმარა ამ შეხვედრის მოგებაში.

მეოთხე შემთხვევა ლა ლიგის მე-19 ტურში დაფიქსირდა. "მალიორკა" მადრიდის "რეალს" მასპინძლობდა. კუნძულელები 38-ე წუთზე ჰემედის გოლის წყალობით დაწინაუდნენ, მოგვიანებით გონსალო იგუაინმა და ხოსე მარია კალეხონმა თითო-თითო გოლის გატანა მოახერხეს და ძალიან საჭირო სამი ქულა წამოიღეს მალიორკადან.

მეხუთედ აღნიშნული ფაქტი ლა ლიგის მე-20 ტურში მოხდა, მაშინ "ბლანკოსი" "ატლეტიკს" უპირისპირდებოდა "სანტიაგო ბერნაბეუზე". ბასკები მე-12 წუთზე ლიორენტეს გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მარსელომ წონასწორობა მალევე აღადგინა. შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ ორი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გუნდი წინ გაიყვანა, საბოლოო წერტილი კი კალეხონმა დასვა. ჯამში "რეალმა" ეს შეხვედრა 4-1 მოიგო.

მეექვსე და ჯერჯერობით უკანასკნელი ასეთი ფაქტი ლა ლიგის 21-ე ტურში მოხდა. "რეალი" "სარაგოსას" მასპინძლობდა. სტუმრები, მე-11 წუთზე ლაფიტა ხიმენესმა დააწინაურა. ამჯერად წონასწორობა რიკარდო კაკამ აღადგინა, მოგვიანებით კი კრიშტიანუ რონალდუმ გუნდი წინ გაიყვანა. "თეთრების" გამარჯვებაში ყველა საბოლოოდ დარწმუნდა, როდესაც მესუთ იოზილმა მესამე გოლი გაიტანა, საბოლოოდ შეხვედრა 3-1 დასრულდა. სტატისტიკა იმაზე მიგვითითებს რომ მადრიდელებს არც თუ ისე კარგად აქვთ საქმე დაცვაში, მაგრამ შეტევაში გუნდი შესანიშნავად გამოიყურება ეს ძალიან დასაფასებელი შედეგია.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
ავტორი - we love madrid

ტეგები -
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: halamadrid123, თარიღი: 31-01-2012 17:57, კომენტარი: 171, სიახლე: 0  
User
RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1


--------------------

ავტორი: mercho, თარიღი: 31-01-2012 18:02, კომენტარი: 2474, სიახლე: 1  
Friend
we love madrid
ყოჩაღ good

შენ როგორც ჩანს გიყვარს დიდი სტატიების თარგმნა მასე გააგრძელე good


--------------------

ავტორი: Kaxa., თარიღი: 31-01-2012 18:13, კომენტარი: 1497, სიახლე: 0  
User
საღოლ ავტორ საღოლ :*


--------------------

ავტორი: Anii_Alonso, თარიღი: 31-01-2012 20:38, კომენტარი: 302, სიახლე: 0  
User
მალაგასთან ყველაზე მეტად ვინერვიულე wink cryyy


--------------------

ავტორი: shota.realmadrid, თარიღი: 31-01-2012 21:09, კომენტარი: 1198, სიახლე: 0  
User
RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 RealMadrid1 realfan2 realfan2 rmfc rmfc rmfc RealMadrid1

ავტორი: mirchex, თარიღი: 31-01-2012 21:18, კომენტარი: 1105, სიახლე: 0  
Friend
ავტორ,იმენა დაკვირვებული ვარ შენზე და ყოველთვის დიდ და ხარისხიან სტატიებს თარგმნი:))ყოჩაღ!მასე განაგრძე.საჭირო კაცი ხარ


--------------------

ავტორი: R.K.8, თარიღი: 01-02-2012 15:06, კომენტარი: 1139, სიახლე: 0  
User
მაგრები ვართ რააა

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი
სიახლეები
მულტიმედია
ბლოგი