» » მოსამზადებელი ეტაპის ხუთი დადებითი ასპექტი
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 701
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 1-08-2017, 02:33
1-08-2017, 02:33

მოსამზადებელი ეტაპის ხუთი დადებითი ასპექტი

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი

მოსამზადებელი ეტაპის ხუთი დადებითი ასპექტი
მადრიდის "რეალი" მოსამზადებელ ეტაპზე არცთუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება. გუნდი სამი შეხვედრიდან სამივეში დამარცხდა და გულშემატკივრების მოლოდინს ვერ ამართლებს. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ხუთი დადებითი ასპექტი გამოვარჩიოთ, რაც ზინედინ ზიდანს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს...

• კეილორ ნავასის მომზადების დონე

მართალია, კეილორმა "ბარსელონასთან" მატჩში სამი გოლი გაუშვა, მაგრამ შეხვედრის მსვლელობისას გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა. რაც შეეხება წინა მატჩებს, კოსტა-რიკელმა გოლკიპერმა "მანჩესტერ სიტისთან" ჩატარებულ მატჩში მოედანზე ყოფნისას კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

• კოვაჩიჩის მდგომარეობა

ზიდანს ნახევარდაცვაში ფეხბურთელების არჩევის მხრივ ბევრი ვარიანტი აქვს. სწორედ ამიტომ, ფრანგი სპეციალისტი მატეო კოვაჩიჩის არენდით გაშვებაზე დაფიქრდა. თუმცა, თავად ხორვატმა დაამტკიცა, რომ ძირითადისთვის ბრძოლა სურს. კოვაჩიჩი "ბარსელონასთან" მატჩში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

• ასენსიოს განვითარება

ასენსიო ბევრისთვის აღმოჩენას აღარ წარმოადგენს. ესპანელმა ჯერ კიდევ გასულ სეზონში დაამტკიცა, რომ ახალგაზრდული ასაკი "რეალის" დონის გუნდში წარმატების მიღწევაში ხელს ვერ შეუშლის. მარკომ თავის სადებიუტო სეზონში მაღალ დონეზე იასპარეზა, ახალ სეზონს კი იგივე ტემპში იწყებს. ის მზადაა გუნდს მაღალი მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.

• ტეოს ტრანსფერი

ტეო ერნანდესი "რეალში" მარსელოს შემცვლელად გადაბარგდა. ბრაზილიელს წლებია ნორმალურად დასვენების საშუალება არ ეძლევა. თუმცა, ტეო სათადარიგო სკამის ფეხბურთელობას არ შეეგუება და მზადაა ძირითადისთვის იბრძოლოს. მან "მანჩესტერ იუნაიტედთან" სადებიუტო შეხვედრაში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ამასთან ერთად, ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი დაარწმუნა იმაში, რომ არჩევანში არ შემცდარან.

• კანტერა

მოსამზადებელ ეტაპზე თავიანთი კვალი ახალგაზრდებმაც დატოვეს. კანტერანოებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს და ზიდანის მოწონებაც დაიმსახურეს. განსაკუთრებით ჰაკიმი აშრაფის და ოსკარ როდრიგესის თამაშია აღსანიშნავი.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.