რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » კროოსი: "ჩვენი სურვილია გავიმარჯვოთ და "ემიუსთან" მატჩს კარგ ფორმაში შევხვდეთ"

კროოსი: "ჩვენი სურვილია გავიმარჯვოთ და "ემიუსთან" მატჩს კარგ ფორმაში შევხვდეთ"

2-08-2017, 00:57
ავტორი: ZZ
ნახვა: 482
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
კროოსი: "ჩვენი სურვილია გავიმარჯვოთ და "ემიუსთან" მატჩს კარგ ფორმაში შევხვდეთ"
ტონი კროოსი MLS-ის ვარსკვლავებთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა...

"როგორც ყოველთვის, ვეცდებით გამარჯვება მოვიპოვოთ. ეს მოსამზადებელი ეტაპის ბოლო მატჩია და ჩვენი სურვილი გამარჯვებაა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მომდევნო კვირაში "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართ შეხვედრას კარგ კონდიციებში შევხვდეთ".

"თავს კარგად ვგრძნობ. გუნდთან ერთად ვივარჯიშე. ტერფზე დისკომფორტს აღარ ვგრძნობ. ხვალ რამდენიმე წუთით ვითამაშებ. ეს მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. ეს ყოველთვის ასეა, როცა ამ გუნდის მაისურს ატარებ. მოედანზე უნდა გახვიდე და გაიმარჯვო. ჩვენი მიზანია პირველ ოფიციალურ მატჩს კარგ ფორმაში შევხვდეთ. ამიტომ, გვსურს გავიმარჯვოთ".


მოსამზადებელი ეტაპი
"ძალიან კარგ ფორმაში ვართ. სამკვირიანი ვარჯიშების შემდეგ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ".

შვაინშტაიგერი
"ის გარკვეული პერიოდია არ მინახავს, მაგრამ მან მითხრა, რომ აქ ყოფნით ბედნიერია და მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ".

ფანები
"სადაც მივდივართ, იქ სიგიჟეები ხდება: აშშ, ჩინეთი, ევროპა... ფანები მუდამ ბედნიერები არიან და ეს მახარებს. მათ ჩვენი ვარჯიში და თამაში აბედნიერებთ. როცა ამას ხედავ, აცნობიერებ, რომ მსოფლიოში უდიდეს კლუბში თამაშობ, რომელსაც სხვა ვერცერთი გუნდი ვერ სჯობს".

ჩიკაგო
"აქ პირველად ვიმყოფები. ჩიკაგოში ღამით ჩამოვფრინდით და დასათვალიერებლად დრო არ მქონდა, მაგრამ ქალაქი ჩინებულად გამოიყურება. აშშ-ში ფეხბურთი ვითარდება. ევროპაში ყველანი ვხედავთ, რომ დიდებული კარიერის მქონე ფეხბურთელები სათამაშოდ შეერთებულ შტატებში ჩამოდიან. MLS-იც მაღალი დონისაა. შესაძლოა ისეთი მაღალი დონის არა, როგორიც ლა ლიგა ან ბუნდესლიგა, მაგრამ მის მაღალ დონეს ყველა ამჩნევს".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.