MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ბეილის გუნდში ყოლა "რეალს" ძალიან ძვირი უჯდება

კატეგორია: სიახლეები თარიღი: 2-08-2017, 01:03
ბეილის გუნდში ყოლა "რეალს" ძალიან ძვირი უჯდება

აშკარაა, რომ გარეტ ბეილმა გასული სეზონის წარუმატებლობები უკან ჯერ კიდევ ვერ მოიტოვა...

აშშ-ში გამართული საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მსვლელობისას, აშკარა გახდა, რომ უელსელი, კრიშტიანუს არყოფნაში გუნდისთვის სათანადოდ სასარგებლო მაინც ვერ არის. სამი ამხანაგური შეხვედრა - არც ერთი გამარჯვება, არც ერთი გოლი, არც ერთი საგოლე გადაცემა.

თუ ყველა იმ დანახარჯს გავითვალისწინებთ, რომელსაც მადრიდის "რეალი" ბეილში დებს, მივალთ დასკვნამდე, რომ გუნდს ბეილის თითოეული გოლი 2 მილიონი ევრო უჯდება.

საფეხბურთო სააგენტო Football Leaks-ის ცნობით, ბეილის შეძენა მადრიდულ გრანდს 101 მილიონი ევრო დაუჯდა. თუ ამ თანხას მისი კონტრაქტის ხანგრძლივობაზე გავყოფთ (6 წელი), გამოვა, რომ წლიურად უელსელი გუნდს 16,8 მილიონი ევრო უჯდება, ამას უნდა დავუმატოთ ხელფასი (18 მილიონი ევრო წელიწადში). საერთო ჯამში, წლიდან წლამდე კლუბი უელსის ეროვნული ნაკრების ლიდერში 34.8 მილიონ ევროს ხარჯავს.

მასზე დახარჯული თანხისა და შედეგიან ქმედებებზე ხაზის გავლების შემდეგ, სერიოზული ეჭვები გაჩნდება ფეხბურთელის ძირითადში ყოფნის მიზანშეწონილობაში. საერთო ჯამში ბეილმა "რეალის" მაისურით 150 მატჩი ჩაატარა, ანუ თითო მატჩის ღირებულება 927 ათას ევროს შეადგენს, თითოეული გოლი - 2 მილიონს, საგოლე გადაცემა კი - 2.7 მილიონს. ეს დათვლები რომ გავაგრძელოთ, სრულ აბსურდამდე მივალთ, რომლის მიხედვითაც, ბეილი "რეალში" ნათამაშებ თითოეულ წუთში 12 ათას ევროს იღებს. ასეთი ხარჯები "რეალის" ისტორიაში ყველაზე დიდია, თანაც, იმის გათვალისწინებით, თუ რა შედეგი მოაქვს მის მიერ მოედანზე ყოფნას...

"იუნაიტედი" "რეალს" მომავალ ზაფხულს ბეილის სანაცვლოდ 90 მლნ. ფუნტს შესთავაზებს

"წითელი ეშმაკები" მომავალ ზაფხულს მადრიდის "რეალის" უელსელი ვინგერის შეძენას გეგმავენ......

კროოსის სატრანსფერო ღირებულება 66%-ით გაიზარდა

ტონი კროოსი "სამეფო კლუბში" გადაბარგების დღიდან ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა......

"რეალი" "ატლეტიკოს" ტეო ერნანდესის ტრანსფერზე შეუთანხმდა

ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდება......

პერესი დუბლის მოგების შემთხვევაში პრემიის სახით 40 მლნ. ევროს გამოყოფს

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები სოლიდურ პრემიებს მიიღებენ, თუ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებით "ოქროს დუბლს" შეასრულებენ......

AS: "რეალი" ბეილის გაყიდვაზე დაფიქრდა

მიზეზი უელსელი ვარსკვლავის ხშირი ტრავმიანობაა......

"ლივერპული" ჩერიშევის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის

ინგლისური კლუბი მზადაა რუს ნახევარმცველში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს......

კასილასმა "პორტუში" გადაბარგებაზე მზადყოფნა გამოთქვა

მადრიდული გრანდის გოლკიპერი და კაპიტანი იკერ კასილასი "პორტუსთან" მოლაპარაკებებს აგრძელებს......

220 მლნ. ევრო ბეილსა და რონალდუში

"მანჩესტერ იუნაიტედეს" ხელმძღვანელობა მადრიდის "რეალის" ორი წამყვანი ფეხბურთელის გადაბირებას გეგმავს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.