» » სერხიო რამოსი - "ოპერაცია სკოპიე"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 847
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 2-08-2017, 02:14
2-08-2017, 02:14

სერხიო რამოსი - "ოპერაცია სკოპიე"

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი

სერხიო რამოსი - "ოპერაცია სკოპიე"
სერხიო რამოსი მიკროტრავმის შემდეგ სრულად ისევ არ გამოჯანმრთელებულა, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად უმოკლეს დროში საჭირო ფიზიკური კონდიციები აღიდგინოს. ის განსაკუთრებულ ყურადღებას მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 8 აგვისტოს გასამართ დაპირისპირებას უთმობს, სადაც "რეალი" ევროპის სუპერთასზე "მანჩესტერ იუნაიტედს" შეებრძოლება...

ყურის პრობლემების გამო რამოსი მოსამზადებელი ეტაპის დროს თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებდა, მაგრამ ახლა მას მაკედონიაში გასამართ მატჩზე ფოკუსირებაში ხელს ვერაფერი უშლის. "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებით "რეალს" შეუძლია სეზონის პირველი ტიტული მოიგოს და რამოსმა იცის, რომ გუნდს ის ძალიან სჭირდება. სწორედ ამიტომ კაპიტანი ტრენაჟორების დარბაზში და საწვრთნელ მინდორზე დიდ დროს ატარებს. კაპიტანმა თავისი შესაშური ფიზიკური მონაცემების წყალობით საჭირო ტემპი მალე აკრიფა. თუმცა, ანტონიო პინტუსი დატვირთვებს უმატებს, რათა რამოსმა კონდიციები რაც შეიძლება მალე აღიდგინოს.

გასული წლის ევროპის სუპერთასზე რამოსმა გადამწყვეტი როლი შეასრულა: მის მიერ 92-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც გამარჯვება მადრიდულ გრანდს დარჩა. ახლა კაპიტანმა ისეთივე თამაში უნდა აჩვენოს, როგორც გასულ წელს.

რამოსი MLS-ის ვარსკვლავებთან მატჩს სასტარტოში დაიწყებს, რადგან ამ დროისათვის მოსამზადებელი ეტაპის მატჩებში მან მოედანზე მხოლოდ 45 წუთი გაატარა. ეს 30 ივლისს "ბარსელონასთან" მატჩში მოხდა.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.