» » ოთხი პრობლემა, რომელიც ზიდანმა ევროპის სუპერთასის წინ უნდა მოაგვაროს
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1335
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 3-08-2017, 00:34
3-08-2017, 00:34

ოთხი პრობლემა, რომელიც ზიდანმა ევროპის სუპერთასის წინ უნდა მოაგვაროს

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი

ოთხი პრობლემა, რომელიც ზიდანმა ევროპის სუპერთასის წინ უნდა მოაგვაროს
მადრიდის "რეალმა" International Champions Cup-ზე ჩატარებულ სამ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა დააგროვა. ამიტომ, ზინედინ ზიდანს მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს, რათა გუნდი ევროპის სუპერთასზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართ დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვდეს...

იმის გათვალისწინებით, რომ "რეალი" "იუნაიტედთან" პენალტების სერიაში დამარცხდა, ხოლო შემდეგ "სიტისგან" (1:4) და "ბარსელონასგან" (2:3) იგემა მარცხი, გუნდმა სიტუაცია მალევე უნდა გამოასწოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია სეზონის პირველი ტიტული დაკარგოს. ახლა შემოგთავაზებთ იმ ოთხ პრობლემას, რომელიც ზიზუმ ერთი კვირის განმავლობაში უნდა მოაგვაროს, რომლის განმავლობაშიც "რეალი" კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - MLS-ის ვარსკვლავებთან.

კონცენტრაციისა და ინტენსივობის სიმცირე

მოსამზადებელი ეტაპის მატჩებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულების ერთ-ერთი პრობლემა კონცენტრაციის სიმცირე იყო. ასევე, გუნდს ინტენსივობა აკლდა, რაც "ბარსელონასთან" შეხვედრის პირველ ათ წუთში და "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, როცა მეტოქე პრესინგს ანხორციელებდა და თამაშის ტემპს ზრდიდა. ბურთის დაკარგვა ან სტანდარტების დროს შეცდომის დაშვება "რეალს" ევროპის სუპერთასზე შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.

სერხიო რამოსმა აღდგენითი კურსი უნდა დააჩქაროს

რამოსი გუნდს სხვა ფეხბურთელებზე დაგვიანებით შეუერთდა. ამას ისიც დაემატა, რომ კაპიტანს ყურის პრობლემა ჰქონდა და რამდენიმე ვარჯიშიც გამოტოვა. სერხიო იდეალური ფორმისგან შორსაა, რაც მაიამიში "ბარსელონასთან" ჩატარებულ მატჩში კარგად გამოჩნდა.

ასე რომ, ზიდანს დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევს იმისათვის, რომ კაპიტანი მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ რამოსი გუნდთან ერთად მხოლოდ ბოლო ხუთი დღეა ვარჯიშობს.

დაბალი შედეგიანობა თავდასხმაში

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა შეტევაში არაეფექტურობა იყო. ამასთან ერთად, ბენზემა და ბეილი საუკეთესო ფორმისგან შორს არიან. კრიშტიანუ რონალდუ ევროპის სუპერთასის მატჩისთვის მომზადებას ვერ მოასწრებს. ამიტომ, ზიდანმა სხვა გამოსავალი უნდა იპოვნოს.

ახალი ფეხბურთელები მზად უნდა იყვნენ

ხამეს როდრიგესის, დანილოს და ალვარო მორატას გაყიდვის შემდეგ, "რეალს" ესაჭიროება ის, რომ ახალმა ფეხბურთელებმა წარმატებებში თავიანთი წვლილი სეზონის დაწყებისთანავე შეიტანონ. მართალია, ზემოთხსენებული სამი ფეხბურთელი გასულ სეზონში უმეტეს დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა, მაგრამ ცვლილებაზე შესულს გუნდისთვის წარმატება მოჰქონდა. ახლა ეს ფუნქცია დანი სებალიოსმა, მარკოს ლიორენტემ, ხესუს ვალიეხომ და ტეო ერნანდესმა უნდა შეასრულონ.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.