» » "ისკოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება საუკეთესო ტრანსფერი იქნება"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 807
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 4-08-2017, 17:09
4-08-2017, 17:09

"ისკოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება საუკეთესო ტრანსფერი იქნება"

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი

"ისკოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება საუკეთესო ტრანსფერი იქნება"
გაზეთ AS-ის მთავარი რედაქტორის ტომას რონსეროს მოსაზრება...

"მოდით, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. ბეილს 23 აპრილის "კლასიკოში" ტრავმა რომ არ მიეღო, ალბათ, "რეალი" 41 დღის შემდეგ ლა ლიგის 33-ე ტიტულს და დუოდესიმას ვერ მოიგებდა. ამით გარეთს არ ვამცირებ, მაგრამ ისკოს და მის ტაქტიკურ წვლილს ვაფასებ. მასთან ერთად 4-3-3 სქემა 4-4-2 სქემით შეიცვალა, რისი წყალობითაც ზიდანი მატჩების რიტმს აკონტროლებდა და მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა. უფრო მეტიც, ისკო უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და არამარტო თავისი მაგიურობისა და ნიჭის წყალობით. ხიხონის "სპორტინგთან" მატჩში გუნდს გამარჯვება სწორედ ესპანელმა მოუტანა. ამ შეხვედრაში ქულების დაკარგვის შემთხვევაში მადრიდელები ჩემპიონის ტიტულს ფაქტიურად დაკარგავდნენ. თანაგუნდელები აქტიურად ითხოვდნენ, რომ შემადგენლობაში ისკო ყოფილიყო: "ჩვენ მასთან ერთად თამაში გვჭირდება".

"ამიტომ, სანამ მბაპეს შეძენას შეეცდებიან, პირველ რიგში ისკოს კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივონ. იმის შემხედვარე, თუ როგორ ტოვებს "ბარსელონას" ნეიმარი, ფეხბურთელები უნდა შეინარჩუნო, რომლებიც გუნდში ამინდს ქმნიან. ისკო კი ერთ-ერთი მათგანია. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ მას კონტრაქტი 2022 ან 2023 წლამდე გაუხანგრძლივონ. მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მილიარდი ევრო უნდა მიუთითონ, როგორც კრიშტიანუ რონალდუს შემთხვევაშია. ისკოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეთ...".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.