რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » 1-4: "კასტილიას" პირველი გამარჯვება მოსამზადებელ ეტაპზე

1-4: "კასტილიას" პირველი გამარჯვება მოსამზადებელ ეტაპზე

6-08-2017, 14:28
ავტორი: ZZ
ნახვა: 303
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
1-4: "კასტილიას" პირველი გამარჯვება მოსამზადებელ ეტაპზე
"კასტილიამ" მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. სანტიაგო სოლარის შეგირდებმა "გვადალახარა" (1:4) დაამარცხეს...

მადრიდელთაგან გოლები ტონი სეგურამ, არტურო მოლინამ, დანი გომესმა და კრისტომ გაიტანეს.

ახალწვეულ არტურო მოლინას გოლი მინი-შედევრად იქცა: მან მეტოქეს ბურთი ფეხებს შორის გაუტარა, 25 მეტრი ირბინა, ორ ფეხბურთელს გასცდა და მარცხენათი "ცხრიანი" დალაშქრა.

ამ მატჩში ტონი სეგურაც უნდა გამოვარჩიოთ: ბრწყინვალე გადაცემები, კარგი გოლი. მთლიანობაში "კასტილიამ" ლამაზი თამაში აჩვენა.

შესვენების შემდეგ სოლარიმ თითქმის მთელი გუნდი შეცვალა. მოედანზე გამოვიდა ოსკარი, რომელმაც "კასტილიას" მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

"კასტილიამ" მეორე ტაიმშიც ორი გოლი გაიტანა. თავი დანი გომესმა და კრისტო გონსალესმა გამოიჩინეს. დანი გომესს კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი ჰქონდა. მან მეკარე მოატყუა და მახვილი კუთხიდან ურტყამდა, მაგრამ მცირედით ააცილა.

"კასტილია": მოჰა, დანი ფერნანდესი, აბნერი, მანუ ერნანდო, ალექს მარტინი, მარტინ კალდერონი, ლინი, არტურო მოლინა, კამპუსანო, ტონი სეგურა, სერხიო რეგილონი.

მეორე ტაიმში თამაშში ჩაერთვნენ: ალვარო ტეხერო, კესადა, ხოსე ლეონი, ხავი სანჩესი, ოსკარი, ხაუმე, ფრანჩუ, მანსებო, კრისტო, დანი გომესი.

აქვე გთავაზობთ "გვადალახარა" - "კასტილიას" სრულ მატჩს:

სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.