» » "კრიშტიანუ, გულშემატკივრები დღემდე ელიან თქვენგან ახსნას"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 987
  • ავტორი: n1ka
  • თარიღი: 7-08-2017, 18:59
7-08-2017, 18:59

"კრიშტიანუ, გულშემატკივრები დღემდე ელიან თქვენგან ახსნას"

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი

"კრიშტიანუ, გულშემატკივრები დღემდე ელიან თქვენგან ახსნას"
ესპანური გაზეთ "AS"-ის, მადრიდის "რეალის" განყოფილების მთავარი რედაქტორის, ტომას რონსეროს აზრი...

"ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ, თითოეული მადრიდისტა, ისიც კი, ვინც რონალდუს მაშინ იცავდა, როდესაც ამას არ იმსახურებდა, სიხარულით აღსავსე იყო. როგორც იქნა, ჩვენმა კუმირმა თავი მთავარი ტურნირის გადამწყვეტ მატჩში იჩინა და დოუდესიმას მთავარი შემოქმედი გახდა (ხუთი გოლი ნოიერის კარში, სამი - ობლაკის და ორი - ბუფონის). მაგრამ, 13 დღე გავიდა და A Bola-სა და სხვა პრესტიჟული სპორტული გამოცემების გარეკანზე გამოჩნდა წარწერა, რომელმაც "რეალის" თითოეული გულშემატკივარი ააღელვა: კრიშტიანუს ესპანეთის დატოვება სურს".

"რაშია ჩვენი, მადრიდის "რეალის" გულშემატკივრების ბრალი იმაში, რომ პორტუგალიელს პრობლემები აქვს გადასახადებთან დაკავშირებით? ეს კითხვა ბევრჯერ გაჩენილა. ჩვენ ვიცნობთ რონალდუს და ვფიქრობდით, რომ როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდება, ის რამდენიმე სიტყვას ეტყვის თავის გულშემატკივრებს, რომლებსაც არასოდეს დაუღალატებიათ ის. ეს არც ისე რთული იყო. უბრალოდ, გამოიჩინეთ მცირეოდენი პატივისცემა იმ ხალხის მიმართ, რომლებიც გასული რვა წლის მანძილზე მუდამ გვერდში გედგნენ...".

"შეხედეთ. უკანასკნელად, თავის Instagram-ში, რონალდუ "რეალის" მაისურით რვა ივნისს გამოჩნდა. ის ფოტო ეძღვნებოდა კარდიფის ფინალის საუკეთესო მოთამაშის წოდებას. Twitter-ში კი საერთოდ, 6 ივნისის შემდეგ არაფერი დაწერილა, რაც "რეალს" უკავშირდება. 126 ფოტო და ვიდეო საერთო ჯამში ორ სოციალურ ქსელში და არც ერთი მიმართვა გულშემატკივრებისთვის. შვებულების 37 დღეში ჩვენ ვხედავდით, როგორც ერთობოდა კრიშტიანუ დასვენებით თავისი მეგობრებისა და ოჯახის გარემოცვაში (ეს ლოგიკურია), მაგრამ გარდა ამისა, ვიხილეთ მისი გამგზავრება ჩინეთში, სარეკლამო აქციების მსვლელობაში. საბოლოო ჯამში, მან სიჩუმე ფუტურისტული სურათის დადებით დაარღვია: "ხალხს ჩემი ბრწყინვალება აღელვებს. მწერები მხოლოდ იმას უტევენ, რაც კარგად ანათებს". "რეალის" შესახებ, არც ერთი სიტყვა. პორტუგალიელი უკვე 32 წლისაა და მან თავისი შეცდომა უნდა აღიაროს. როგორც ფეხბურთელი ის ათქულიანია, საუკეთესო. მაგრამ, "სამეფო კლუბში" ყველა დონეზეა უდიდესი მოთხოვნები".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
<
Bibich

7 აგვისტო 2017 23:36

ინფორმაცია კომენტარზე
  • ჯგუფი: მომხარებელი
  • Skype:
  • რეგისტრაცია: 28.04.2017
  • სტატუსი: Online
  • სტატია: 0
  • კომენტარი: 19
მისი ეს ქმედებაც ადასტურებს იმას რომ დღევანდელი ფეხბურთი ბიზნესია..
ფეხბურთელები საკუთარ თავზე ფიქრობენ და გუნდისადმი სიყვარული ნაკლებად აქვთ..
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.