» » სუპერ მარკო ასენსიო
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 831
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 8-08-2017, 01:19
8-08-2017, 01:19

სუპერ მარკო ასენსიო

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი

სუპერ მარკო ასენსიო
როცა მადრიდის "რეალი" სამშაბათს ევროპის სუპერთასის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება, მარკო ასენსიოს ბევრი კარგი რამ გაახსენდება. ერთი წლის წინ, ასენსიომ სწორედ ევროპის სუპერთასზე გაითქვა სახელი, როცა ტრონჰეიმში "სევილიასთან" გამართულ შეხვედრაში 26-ე წუთზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ეს გოლი "რეალს" ევროპის ლიგის გამარჯვებულ ანდალუსიურ კლუბთან გამარჯვებაში დაეხმარა და ასენსიოს პირველი ტიტული მოუტანა. ამავდროულად, ზიდანი დარწმუნდა, რომ 20 წლის მარკო პირველი გუნდის ფეხბურთელობისთვის მზად იყო...

დიახ, ეს მისი პირველი მედალი იყო, მაგრამ ასენსიომ სხვა ტიტულების მოგებაც მალე დაიწყო. მარკომ გუნდთან ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამასთან ერთად, კარდიფში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლიც გაიტანა.

დღეს კი ასენსიო ზიდანის გუნდის წამყვანი ფეხბურთელია, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ შესაძლოა ესპანელი ახალგაზრდა გასული წლისგან განსხვავებით "ემიუსთან" მატჩის სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვიხილოთ, რადგან გუნდში შემტევ ფეხბურთელებს შორის ძალიან დიდი კონკურენციაა. განურჩევლად იმისა, დაიწყებს თუ არა ასენსიო მატჩს სასტარტოში, ეჭვგარეშეა, რომ ის კიდევ ერთი ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს, რათა დაასრულოს ის ჯადოსნური წელი, რომელშიც საფეხბურთო სამყარომ მისი სახელის შესახებ გაიგო.


ხუანკარ ბაენა - გაზეთ Marca-ს ჟურნალისტი.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.