|
მინი–ინტერვიუ
გამარჯობათ ძვირფასო მომხარებლებო. გთავაზობთ მინი–ინტერვიუში თქვენს მიერ დასმული კითხვების პასუხებს. იმედია მოგეწონებათ
Zizou: MADRIDEL,რა გქვია? მოკლე ბიოგრაფია მქვია ლაშა, დავიბადე 1990 წლის 25 თებერვალს, დავამთავრე #11 საჯარო სკოლა ქალაქ სამტრედიაში, ამჟამად ვსწავლობ კიევის ნაციონალური ეკონომიკის უნივერსტიტეტში, მაგისტრატურაზე. ვარ დასაოჯახებელი და უმუშევარი Zizou: RC3, რა გაქვს დამთავრებული ან სად სწავლობ? ჯერჯერობით ვსწავლობ. ბ.ს.უ.–ს ფიზიკის II კურსზე madridista girl: Faqo, რა ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული? ვსწავლობ ჯერ ბსუ-ში (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში), საინჟინრო ფაკულტეტზე მშენებლობაზე, მე-2 კურსზე sopo.real: Faqo, რა გქვია? კახა მქვია RaCHvELi: Faqo სად ცხოვრობ? და მადრიდში თუ ხარ ნამყოფი? ვცხოვრობ ბათუმში. მადრიდში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ წასვლას ვგეგმავ Real MadriDD: Faqo შეყვარებული გყავს? ან საყვარელი ადამიანი? =))) კი, საცოლე მყავს. Zizou: MADRIDEL, RC3, Faqo საგანი რომელსაც ვერ იტანდით სკოლაში Faqo: ქიმია RC3: ქიმია MADRIDEL: ქიმია და ფიზიკა Zizou: ფიზიკა მოგწონდა? ვერ წარმოიდგენ და მომწონდა. ნუ მათემატიკასაც ვერ ვიტანდი Salamandra: Faqo, რამდენჯერ ჩარჩი კლასსში? მორიგი უცნაური და ცოტა არ იყოს უაზრო კითხვა.. არასდროს ჩავრჩენილვარ კლასში. 12 კლასი საკმაოდ წარმატებით დავამთავრე Zizou: Faqo,MADRIDEL,RC3 მიზეზი რის გამოც გახდით მადრიდისტა? MADRIDEL: მიზეზი რაულ გონსალეს ბლანკო და საერთოდ გალაქტიკო RC3: ჩემი აზრით ასეთ რამეს კონკრეტული მიზეზი არ სჭირდება Faqo:მიზეზი თვით რეალია madridista girl: Faqo, MADRIDEL, RC3 მადრიდის რეალის გარდა, კიდე რომელ გუნდს გულშემატკივრობთ? MADRIDEL: არცერთს, ჩემთვის არ არსებობს სხვა კლუბი და ნაკრებებში ბრაზილია და პორტუგალია:) Faqo: რეალის გარდა არცერთ კლუბს არ ვგულშემატკივრობ RC3: კი, ჩემი ქალაქის კლუბს – ბათუმის „დინამოს“ madridista girl: Faqo, არცერთი გუნდის მიმართაც არ გავქს სიმპატია? როცა რეალია, ჩემთვის იქ სხვა გუნდი არ არსებობს (ma)d(ri)dista-mari: Faqo, რამდენი ხანია, რაც გულშემატკივრობ რეალს? ფეხბურთს 1998 წლიდან ვუყურებ, რეალს კი 2000 წლიდან ვგულშემატკივრობ (ma)d(ri)dista-mari: Faqo, ვის ისურვებდი რეალის მწვრთნელად? რა თქმაუნდა მოუს წასვლის შემდეგ? Faqo: ჟოზე მოურინიოს nika-ramos: Faqo, შენი აზრით რეალს შეუძლია ოდესმე შეავსოს ის დანაკლისი რაც მაკელელს შემდეგ აქვს ? თუ უკვე შევსებულია და არ გვაკლია ეგეთი ტიპის ფეხბურთელი ? მაკელელეს დანაკლისს სამწუხაროდ რეალი კარგა ხანს ვერ შეავსებს. მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ასეა. ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა მაკელელეს გუნდიდან უპარდონოდ გაშვება იყო nika-ramos: Faqo შენ რომ რეალის მწვრთნელი იყო რომელ ფეხბურთელებს ათამაშებდი ძირითადში და რა ტაქტიკით ? მე რომ რეალის მწვრთნელი ვიყო, 4-2-3-1 ტაქტიკით ვათამაშებდი გუნდს. კარს რა თქმა უნდა იკერ კასილასი დაიცავდა, მარჯვენა მცველის პოზიციაზე სერხიო რამოსი იასპარეზებდა, დაცვის ცენტრში პეპესა და ვარანის დუეტს დავაყენებდი, მარცხენა ფლანგს კი ფაბიუ კოენტრაუს მივანდობდი, საყრდენებად ალონსო-დე როსის დავაყენებდი, ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე რა თქმა უნდა ანხელ დი მარია, მარცხნივ კრიშტიანუ რონალდუ შეუცვლელი იქნებოდა, ფლეიმეიქერად კი მესუთ იოზილს ვათამაშებდი, შეტევეში კი ქარიმ ბენზემა იასპარეზებდა Zizou: Faqo, MADRIDEL, RC3 რომელი ფეხბურთელი გსურთ რო იყიდოს რეალმა ყველაზე მეტად? Faqo: სერხიო კუნ აგუერო MADRIDEL: ყოველთვის მინდოდა დელ პიეროს ეთამაშა რეალში, მაგრამ არ გამოვიდა, ახლა რუნი არ გვაწყენდა RC3: ჯერჯერობით არცერთი nika-ramos: RC3, რეალიდან ვინ არ გევასება ყველაზე მეტად და ვის გაუშვებდი დაუფიქრებლად ? გააჩნია ვინ როგორ ჩაატარა მატჩი Madridista_Anri: Faqo, რეალში ვინ გევასება ყველაზე მეტად? ვის ვერ გაუშვებდი 300 ლიმონადაც კი? კრიშტიანუ რონალდუ და არანაირ ფასად არ გავუშვებდი მას. ბევრია ისეთი ფეხბურთელი რეალში, რომელთაც ვერ შეველეოდი, მაგრამ რონალდუს განსაკუთრებით ana_real: Faqo, MADRIDEL, RC3 ვინ არის ყველა დრიოს საუკეთესო ფეხბურთელი?და რამდენი წლისები ხართ? Faqo: 21 წლის ვარ. ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ჩემი აზრით ზინედინ ზიდანია MADRIDEL: ეჰ მალე 22-ის გავხდები:) თუ რეალიდან გულისხმობ საუკეთესოს ჩემი აზრით დი სტეფანო და ისე პელე RC3: ასე გამორჩეულად, ერთადერთს ვერ დავასახელებ. ბევრია თავისებურად საუკეთესო. პოზიციურადაც და ა.შ. ჩემი დროის ორ საუკეთესოს გამოვარჩევდი – ზიდანი და რონალდო (ო და არა უ). საუკეთესო მცველს ვის თვლი კი მიხვდები Zizou: Faqo, MADRIDEL, RC3, რომელი მუსიკა მოგწონთ და თქვენი საყვარელი მომღერალი Faqo: სიმღერაც ბევრი მომწონს, ყველა ჟანრს ვუსმენ, რაც მომეწონება. ნუ მელომანი ვარ. ამჟამად კი ამ სიმღერას ვუსმენ, ასე ვთქვათ შემიპყრო http://www.youtube.com/watch?v=KBnKvbHO_dw MADRIDEL: უმეტესად ლაით როკს ვუსმენ, საყვარელი მომღერალი ფრედი მერკური, ჯექსონიც მაგრად მომწონს RC3: გამორჩეულად არცერთი მომღერალი არ მომწონს. ნებისმიერ ჟანრს და მომღერალს მოვუსმენ თუ ყურში კარგად მომხვდა. მოკლედ ვუსმენ ყველას და ყველაფერს madridista girl: Faqo ქართული ცეკვა უფრო გიყვარს თუ თანამედროვე? თანამედროვე. მაიკლ ჯექსონის ცეკვა მიზიდავდა და მიზიდავს, ასევე მისი სიმღერებიც მიყვარს madridista girl: შენ გამოგდის მერე მისი ცეკვა? ზოგიერთი ილეთი კი, ცეკვა მთლიანად არა I❤ReaL: Faqo, ჯექსონის სიმღერებიდან რომელი??[/b] ყველა I❤ReaL: Faqo, MADRIDEL, RC3 რატო აღარ დებთ marcatoons?[/b] ვერ წავაწყდი ვერსად.. თუ ვნახე, აუცილებლად დავდებ ) barcafan_nini: Faqo, MADRIDEL, RC3, ყველაზე მეტად "ბარსაში"რომელი ფეხბურთელი გეზიზღებათ? Faqo: ყველა RC3: ყველა ძალიან შაყუარელია ♥ Morata: Faqo კატალონიაში რო მოხვდე, ბარსას გიჯი ფანების გასაგონად იყვირებდი ჰალა მადრიდს? კი, მაგრამ შემდეგ ნამდვილად არ ვიცი, ცოცხალი გადავრჩებოდი თუ არა )) wupo: Faqo . რეალის რამე განსაკუთრებული ნივთი გააქვს ? კედლის საათი, ფორმა, კაშნე, ქუდი wupo: Faqo ესპანეთის ნაკრები რომ ჩამოვა 2013ში და ბილეთის ფასი 150 ლარი იყოს,წახვალ ? კი, აუცილებლად. არ გამოვტოვებ კასილასის, რამოსის, ალონსოს, არბელოას და ალბიოლის ნახვის საშუალებას. Kaxa.: RC3, რამდენი ხანია ეს საიტი არსებობს? მე 1.5 წელი მახსოვს აქ შემოვდივარ ხოლმე,,, და სუ რამდენი ხანია?? 2010 წლის მაისიდან არსებობს დომენი madridista.ge, მანამდე სხვადასხვაზე ვიყავით და ისტორიაში მეწერა ეგ. ფეისბუქის გვერდზე Info-ში წაიკითხე თუ ძაან გაინტერესებს. აქაც დავამატებ მარცხენა მხარეს ღილაკს nika-ramos: Faqo, როგორ ფიქრობ რა აკლია ამ საიტს რომ გახდეს ნომერ 1 მითუმეტეს სიახლეები ყველაზე მეტი იდება. პასუხი მართლა საინტერესოა აკლია აქტიური მწერლები და რა თქმა უნდა ხალხის რაოდენობა Zizou: MADRIDEL, შენ რა გევალება საიტზე? სტატიების და დიზაინის გარდა ყველაფერი eagle.madridista: Faqo საიტის გუნდს რატო არ აკეთებთ? არ ხერხდება. მიზეზების დასახელება შორს წაგვიყვანს. wupo: Faqo, MADRIDEL, RC3 . საიტის ფონის შეცვლა კარგი იქნებოდა Faqo: ვიმსჯელებთ მაგაზე. ვერ დაგპირდები, რომ შევცვლით, მაგრამ ვნახოთ. RC3: მაგალითად რით შევცვალოთ? შემოგვთავაზე ვარიანტი nika-ramos: Faqo, რა აზრის ხარ იმაზე რომ ყოველი თვის ბოლოს შენ როგორც ჟურნალისტმა შეაჯამო განვლილი თვის მოვლენები რა იყო კარგი და რა ცუდი რეალსთვის და რა საინტერესო ამბები მოხდა რეალში? მგონი ცუდი არაა. შესანიშნავი იდეა, რომლის მოწოდებისთვისაც მადლობას გიხდი. მომავალი თვიდან აუცილებლად დავიწყებ jinjo: Faqo: ერთი იდეა მაქვს და იმედია მოგეწონება. შაბათ-კვირას პატარა ვიქტორინა ჩაატარეთ რეალის ისტორიაზე რო იყოს კითხვები. ხალხიც უფრო ისწავლის რეალის ისტორიას და თან სახალისოც იქნება. მგონი ცუდი არ უნდა იყოს. კარგი აზრია.. მგონი გავაკეთებთ.. მგონი ნორმალურად დავალაგე... შემდეგი ინტერვიუ უახლოეს მომავალში არ იქნება ან საერთოდ არ იქნება ავტორი - RC3
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: I❤ReaL, თარიღი: 05-02-2012 19:10, კომენტარი: 1019, სიახლე: 0
ავტორი: BlaNCo_NiKa, თარიღი: 05-02-2012 19:10, კომენტარი: 530, სიახლე: 0
ავტორი: beqalomta12, თარიღი: 05-02-2012 19:11, კომენტარი: 391, სიახლე: 0
ავტორი: nika-ramos, თარიღი: 05-02-2012 19:25, კომენტარი: 725, სიახლე: 0
ავტორი: ana_real, თარიღი: 05-02-2012 19:46, კომენტარი: 902, სიახლე: 24
ავტორი: eagle.madridista, თარიღი: 05-02-2012 20:19, კომენტარი: 133, სიახლე: 0
ავტორი: wupo, თარიღი: 05-02-2012 20:27, კომენტარი: 522, სიახლე: 0
ავტორი: Faqo Oo, თარიღი: 05-02-2012 20:37, კომენტარი: 3360, სიახლე: 7704
ავტორი: jinjo, თარიღი: 05-02-2012 20:48, კომენტარი: 5456, სიახლე: 0
ავტორი: RC3, თარიღი: 05-02-2012 20:49, კომენტარი: 723, სიახლე: 218
ავტორი: morata, თარიღი: 05-02-2012 20:50, კომენტარი: 271, სიახლე: 0
ავტორი: C.Ronaldo.7, თარიღი: 05-02-2012 20:51, კომენტარი: 159, სიახლე: 0
ავტორი: Faqo Oo, თარიღი: 05-02-2012 20:52, კომენტარი: 3360, სიახლე: 7704
ავტორი: halamadrid, თარიღი: 05-02-2012 20:54, კომენტარი: 4985, სიახლე: 0
ავტორი: Kaxa., თარიღი: 05-02-2012 21:03, კომენტარი: 1497, სიახლე: 0
ავტორი: morata, თარიღი: 05-02-2012 21:08, კომენტარი: 271, სიახლე: 0
ავტორი: Real MadriDD., თარიღი: 05-02-2012 21:23, კომენტარი: 2, სიახლე: 0
ავტორი: RauL El CapitanO, თარიღი: 05-02-2012 22:16, კომენტარი: 364, სიახლე: 0
ავტორი: barcafan_nini, თარიღი: 05-02-2012 22:32, კომენტარი: 122, სიახლე: 0
ავტორი: RmA.cR7.rK8., თარიღი: 05-02-2012 22:36, კომენტარი: 597, სიახლე: 0
ავტორი: MADRIDEL, თარიღი: 05-02-2012 23:19, კომენტარი: 1345, სიახლე: 1
ავტორი: Salamandra, თარიღი: 05-02-2012 23:45, კომენტარი: 292, სიახლე: 0
ავტორი: morata, თარიღი: 05-02-2012 23:54, კომენტარი: 271, სიახლე: 0
ავტორი: BlaNCo_NiKa, თარიღი: 06-02-2012 00:05, კომენტარი: 530, სიახლე: 0
ავტორი: RC3, თარიღი: 06-02-2012 00:09, კომენტარი: 723, სიახლე: 218
ავტორი: MADRIDEL, თარიღი: 06-02-2012 00:11, კომენტარი: 1345, სიახლე: 1
ავტორი: Faqo Oo, თარიღი: 06-02-2012 00:14, კომენტარი: 3360, სიახლე: 7704
ავტორი: BlaNCo_NiKa, თარიღი: 06-02-2012 00:44, კომენტარი: 530, სიახლე: 0
ავტორი: Marco Reus, თარიღი: 06-02-2012 01:26, კომენტარი: 602, სიახლე: 3
ავტორი: nika-ramos, თარიღი: 06-02-2012 09:28, კომენტარი: 725, სიახლე: 0
ავტორი: beqalomta12, თარიღი: 06-02-2012 16:03, კომენტარი: 391, სიახლე: 0
ავტორი: spawn, თარიღი: 07-02-2012 18:49, კომენტარი: 2217, სიახლე: 0
ავტორი: cotne-007, თარიღი: 09-02-2012 19:46, კომენტარი: 10, სიახლე: 0
ავტორი: sandriko23, თარიღი: 10-02-2012 18:08, კომენტარი: 4, სიახლე: 0
ავტორი: halamadrid, თარიღი: 10-02-2012 19:56, კომენტარი: 4985, სიახლე: 0
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE













































მუსიკაში ზუსტად ჩემნაირი გემოვნება გაქ
--------------------
YVELAS GTXOVT SHEMODIT