» » ტეო ერნანდესი შესაძლოა "ბარსელონასთან" მატჩში სასტარტოში ვიხილოთ
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 572
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 12-08-2017, 00:15
12-08-2017, 00:15

ტეო ერნანდესი შესაძლოა "ბარსელონასთან" მატჩში სასტარტოში ვიხილოთ

კატეგორია: სიახლეები

ტეო ერნანდესი შესაძლოა "ბარსელონასთან" მატჩში სასტარტოში ვიხილოთ
ზინედინ ზიდანმა ესპანეთის სუპერთასზე "ბარსელონასთან" გასამართი პირველი მატჩის წინ სასტარტო შემადგენლობაზე ფიქრი უკვე დაიწყო. ვარაუდობენ, რომ ევროპის სუპერთასის მატჩის შემდეგ შემადგენლობაში კარდინალური ცვლილებები არ იქნება. თუმცა, მცირედი კორექტივები აუცილებლად მოხდება...

იმის გათვალისწინებით, რომ ლუკა მოდრიჩი მოედანზე გასვლას დისკვალიფიკაციის გამო ვერ მოახერხებს, მის ადგილს მატეო კოვაჩიჩი დაიკავებს, მაგრამ მთავარი სიახლე შესაძლოა ის გახდეს, რომ დაცვის მარცხენა ფლანგზე მარსელოს ნაცვლად ტეო ერნანდესმა იასპარეზოს. ბრაზილიელზე როტაცია კარგად იმოქმედებს, ხოლო ფრანგი ახალწვეული თავის გამოჩენის შანსს მიიღებს.

ტეომ გუნდში ადაპტაცია სწრაფად გაიარა, ხოლო ზიდანი მასთან ვარჯიშების დროს თავს კომფორტულად გრძნობს.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.