» » ბექჰემი "რეალში" ბრუნდება
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 756
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 12-08-2017, 00:04
12-08-2017, 00:04

ბექჰემი "რეალში" ბრუნდება

კატეგორია: სიახლეები

ბექჰემი "რეალში" ბრუნდება
მადრიდის "რეალის" ექს-ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი კლუბის ელჩი გახდება...

ფლორენტინო პერესის ინიციატივით დევიდ ბექჰემი "სამეფო კლუბის" ოფიციალური ელჩი გახდება:

"ყოველთვის მოხარული ვიქნები ჩემს გუნდში ვიხილო ის დიდი ფეხბურთელები, რომლებმაც ჩვენი კლუბის წარმატებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს".

"მიხარია, რომ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც ზიდანი, ფიგუ, რონალდო, ბექჰემი და რობერტო კარლოსი არიან, ჩვენს გუნდში ბრუნდებიან. ზიდანი ახლა ჩვენი მწვრთნელია, ხოლო ბექჰემი რონალდოს და რობერტო კარლოსს შეუერთდებიან, რომლებიც კლუბის ოფიციალური ელჩები არიან"
- განაცხადა პერესმა Fox Deportes-თან ინტერვიუში.

ბექჰემმა "რეალში" ოთხი სეზონი გაატარა. ინგლისელმა ნახევარმცველმა ამ დროის განმავლობაში 155 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი გაიტანა. დევიდმა "რეალთან" ერთად ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.