» » AS: ზიდანმა "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 470
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 12-08-2017, 13:05
12-08-2017, 13:05

AS: ზიდანმა "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

კატეგორია: სიახლეები

AS: ზიდანმა "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალში" მუშაობას გააგრძელებს...

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ზიდანმა "რეალთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. როცა შესაფერისი მომენტი დადგება, ამის თაობაზე ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება.

ზიდანის ხელფასი 4,35 მლნ. ევროდან 8 მლნ. ევრომდე გაიზრდება. გარდა ამისა, ფრანგი სპეციალისტი ტიტულების მოგებასთან ერთად დამატებით ბონუსს მიიღებს.

ზიზუ "რეალში" წელიწადნახევარია მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში გუნდმა 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ევროპის სუპერთასი, 1 ლა ლიგა და 1 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.