» » ზიდანი: "ჩემი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და ცვლილებები არ მსურს"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 700
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 12-08-2017, 23:53
12-08-2017, 23:53

ზიდანი: "ჩემი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და ცვლილებები არ მსურს"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ

ზიდანი: "ჩემი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და ცვლილებები არ მსურს"
ზინედინ ზიდანმა ესპანეთის სუპერთასზე "ბარსელონასთან" გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

მატჩი

"ესპანეთის სუპერთასს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ ტიტულს შეუძლია ჩვენი კლუბის მუზეუმი შეავსოს. ვიცით, რომ "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში რაღაც განსაკუთრებულია. დიდი მეტოქეების წინააღმდეგ გვითამაშია, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ფიზიკურად და მორალურად თამაშისთვის მზად ვართ. ასეთი დონის მატჩებში მონაწილეობის მიღება ყველას სურს და მე საუკეთესოებს ვირჩევ".

"ბარსელონაში" სერიოზული ცვლილებები მოხდა, მაგრამ კატალონიელები არ დასუსტებულან. თუ ფიქრობთ, რომ მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი იქნება, ცდებით. ორი მატჩი გაიმართება: ერთი სტუმრად, მეორე შინ. ვფიქრობ, უნდა გავიმარჯვოთ".


რონალდუ

"კრიშტიანუ მატჩს სრულ მზადყოფნაში ხვდება. რონალდუმ ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განაახლა, მაგრამ უკვე ოპტიმალურ კონდიციებში იმყოფება".

ახალი კონტრაქტი

"ამაზე არ ვფიქრობ. აქ ვრჩები და ყოველი დღისგან სიამოვნებას ვიღებ. მართალია, ეს ყოველივე შესაძლოა ერთ დღეს დასრულდეს, მაგრამ ჩემი "რეალთან" ურთიერთობა კონტრაქტებზე და ფულზე არ არის დამოკიდებული. ძალიან მიხარია, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ და გულშემატკივრებმა მე და ჩემს შეგირდებს ნდობა გამოგვიცხადეს. ამისათვის ძალიან დიდხანს და ბევრი ვიშრომეთ. შესაძლოა 20-წლიანი კონტრაქტიც გამიფორმონ, შესაძლოა ერთ წელიწადში გამათავისუფლონ. ახალ კონტრაქტზე საუბარს არ ვაპირებ. ეს სამუშაო მიყვარს".

მიზნები

"აღმასვლა და დაღმასვლა ყველას აქვს, მაგრამ როცა კარგად ვთამაშობთ, ამისგან სიამოვნებას ვიღებთ. წარმატებები მოდის, თუ ყველა თავდაუზოგავად შრომობს. ჩვენი მიზანი ყველა მატჩის და ტიტულის მოგებაა. ყოველთვის ვცდილობ გუნდს დავეხმარო და მას რაღაც ახალი მივცე. თავის სამუშაოს ყველა კარგად ასრულებს. ხვალ კიდევ ერთი ტიტულისთვის ბრძოლას დავიწყებთ და ჩვენი მიზანია გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთოთ. ვეცდებით გავიმარჯვოთ. გამიმართლა, რომ ჩემს განკარგულებაში ასეთი ექსტრაორდინალური შემადგენლობაა".

ისკო და BBC

"ისინი შესაძლოა ერთმანეთს ვერ შეეწყონ. ამაზე საკმაოდ დიდხანს ფიქრია საჭირო, რათა ეს ყველაფერი მართო. შემიძლია სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებები მივიღო".

კაზემიროს ბომბარდირული თვისებები

"ის კარის წინ ყველასთან ერთად მუშაობს. ის ინდივიდუალურად არაფერს ამუშავებს. ძალიან მიხარია, რომ კაზემირო გოლებს მნიშვნელოვან თამაშებში იტანს, მაგრამ მოედანზე თავისი მთავარი ფუნქცია არ უნდა დაავიწყდეს".

ტეო ერნანდესი

"მას დანარჩენების მსგავსად ყველაფერი რიგზე აქვს. ტეო იმ კლუბში გადმობარგდა, სადაც თავს ბედნიერად გრძნობს და უკვე ევროპის სუპერთასსაც დაეუფლა".

ნეიმარის არყოფნა

"ეს არ მაღელვებს. მის პოზიციაზე სხვა ფეხბურთელი ითამაშებს. ნეიმარი ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ შეუცვლელი არავინაა".

შესაძლო ტრანსფერები

"31 აგვისტომდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩემი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და ცვლილებები არ მსურს".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.