» » ვალვერდე: "მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პაულინიო "რეალთან" ვერ ითამაშებს"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 915
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 13-08-2017, 00:00
13-08-2017, 00:00

ვალვერდე: "მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პაულინიო "რეალთან" ვერ ითამაშებს"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ

ვალვერდე: "მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პაულინიო "რეალთან" ვერ ითამაშებს"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "რეალთან" გასამართ მატჩზე და პაულინიოს შესაძლო ტრანსფერზეც ისაუბრა...

"პაულინიოს ტრანსფერის თაობაზე არაფერი ვიცი. ამა თუ იმ კლუბს ბევრ ფეხბურთელს უკავშირებენ და მსგავსი სიახლეები 31 აგვისტომდე გრძელდება. ამ ეტაპზე ახალი არაფერია. ყოველ შემთხვევაში, მე საქმის კურსში არ ვარ. მხოლოდ ის ვიცი, რომ პაულინიო "რეალთან" ვერ ითამაშებს".

"რეალთან" დაპირისპირების წინ მაიამიში ჩატარებული მატჩი არ უნდა გავიხსენოთ. ეს სულ სხვა თამაში იქნება და საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ. "რეალს" კარგი პოტენციალი აქვს. მათ თადარიგში შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ და ეს-ესაა ევროპის სუპერთასს დაეუფლნენ".

"ჩვენი სურვილია ის გუნდი ვიყოთ, რომელიც გულშემატკივრებს აღაფრთოვანებს"
- განაცხადა ვალვერდემ.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.