» » "რომა" ნაჩო ფერნანდესით ინტერესდება
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 198
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 13-08-2017, 00:57
13-08-2017, 00:57

"რომა" ნაჩო ფერნანდესით ინტერესდება

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები

"რომა" ნაჩო ფერნანდესით ინტერესდება
"რომა" ნაჩო ფერნანდესის მიმართ ინტერესს ისევ იჩენს. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "რეალის" ცენტრალური მცველი იტალიური კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "რომა" ნაჩოს ერთწლიანი არენდით აყვანას გეგმავს და გამოსყიდვის უფლების მიღებაც სურს...

თუმცა, "რეალი" მოლაპარაკებებზე წასვლას არ აპირებს, სანამ რომაელები 15 მლნ. ევროზე მეტს არ შესთავაზებენ. იტალიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანტერანო "რეალში" თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და მეტი სათამაშო პრაქტიკა სურს, რასაც "რომაში" გადაბარგების შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს.

თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ნაჩომ ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით მუშაობისას საგრძნობლად მეტი სათამაშო დრო მიიღო. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირის ჩათვლით 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მინდორზე 3199 წუთი გაატარა. რომაელებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ იმისათვის, რომ ნაჩო გადაიბირონ.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.