» » ნავასი: "ბარსელონა" ნეიმარის წასვლით არ დასუსტებულა"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 280
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 13-08-2017, 01:50
13-08-2017, 01:50

ნავასი: "ბარსელონა" ნეიმარის წასვლით არ დასუსტებულა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ

ნავასი: "ბარსელონა" ნეიმარის წასვლით არ დასუსტებულა"
კეილორ ნავასმა ესპანეთის სუპერთასზე "ბარსელონასთან" გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

შთაბეჭდილებები ევროპის სუპერთასის მატჩის შემდეგ

"გუნდი მშვიდად მუშაობს და მაღალი პასუხისმგებლობა აქვს. თავდაჯერებულები ვართ და ვიცით, რომ წინ სირთულეები შეგვხვდება. ყოველ მატჩში მთავარი გოლის გატანაა. ამაზე ვფიქრობთ კიდეც. დიდებული გუნდი გვყავს".

მოახლოვებული მატჩი

"ფეხბურთს იმისთვის თამაშობ, რომ გაიმარჯვო. როცა ამაზე ფიქრს წყვეტ, პროგრესი აღარაა. აქ ეს არ შეიძლება, რადგან "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია".

ნეიმარი

"არავისთვისაა საიდუმლო ის, რომ ნეიმარი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ "ბარსელონა" მისი წასვლით არ დასუსტებულა. მათ პრიორიტეტები ისევ აქვთ".

ახალწვეულები

"ბევრი ფეხბურთელი გვყავს. როცა ახალი ფეხბურთელი მოდის, ის ჩვენს ოჯახში ხვდება. ადაპტაცია იოლი პროცესი არ არის. ვინც "რეალში" მოდის, იცის, თუ რა ელოდება წინ და ამისათვის მზადაა კიდეც. ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდში ვიმყოფები".

ორმატჩიანი დაპირისპირება

"ამას უნდა შევეჩვიოთ და ორივე მატჩი ერთი და იგივე განწყობით ვითამაშოთ. მთავარია ფსიქოლოგიას გავუმკლავდეთ და გამარჯვებას მოვახერხებთ".

"ბარსელონა"

"კატალონიელებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. შესაძლოა რაღაც უმნიშვნელო ცვლილებებია, მაგრამ მათი სათამაშო სტილი ჩვენთვის კარგად ცნობილია. აქ საიდუმლო არაფერია. ერთმანეთს შესანიშნავად ვიცნობთ. ვიმედოვნებ, ყველაფერს გავუმკლავდებით".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.