მეტცელდერი:"შაჰინი? "რეალში" არავის აცდიან"

მეტცელდერი:"შაჰინი? "რეალში" არავის აცდიან"
ცოტას თუ შეუძლია ისე გაიგოს ნური შაჰინის სიტუაცია "რეალში", როგორც კრისტოფ მეტცელდერს, რომელიც თავის დროზე "სამეფო კლუბის" რიგებში ასპარეზობდა, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო, იქ მხოლოდ 30 მატჩი ჩაატარა.

მეტცელდერი ჟურნალისტებს დაუკავშირდა, შაჰინის სიტუაციას გაუკეთა კომენტარი და მას დიდი წარმატებები უსურვა მადრიდულ კლუბში.

შაჰინის ისტორია "რეალში" თქვენს კარიერას მაგონებს, სადაც 3 სეზონში მხოლოდ 30 მატჩი ჩაატარეთ...

ნურის "ბორუსიას" კანტერიდან კარგად ვიცნობ. მას ცოტათი სისწრაფე აკლია, მაგრამ ის ბრწყინვალე ფეხბურთელია. ხედირას გვერდით, რომელიც ძალიან ბევრს დარბის, ის მოხერხებულად იქნება.

ის ჰგავს ჩაბი ალონსოს?

ის მოედანზე ისეთივე სტრატეგი არაა, როგორიც ჩაბი. ის უფრო იოზილს ჰგავს, მაგრამ უფრო სიღრმეში თამაშობს.

ის შეძლებს "რეალში" წარმატების მიღწევას?

როცა გადადიხარ "რეალში" და არ ხარ მზად, გუნდი ათი მატჩიდან ცხრას იგებს და ჩანს, რომ ამ კლუბში არავინ აპირებს შენზე ლოდინს. აქ თავიდანვე მზად უნდა იყო. ვფიქრობ, მას გაუჭირდება.

როგორც თავის დროზე თქვენ...

მე სტაბილურობა მაკლდა არამხოლოდ ტრავმის, არამედ უდიდესი კონკურენციის გამო. ზოგიერთ მომენტში, კლუბისა და მწვრთნელის ნდობას ვერ ვხედავდი.

შუსტერის?

იმისათვის, რათა "რეალში" წარმატებას მიაღწიო, მხოლოდ კარგი ფეხბურთელობა არაა საკმარისი. უნდა იყო ვარსკვლავი, რადგან კლუბი შენში დიდ თანხას იხდის.

თქვენ ხომ უფასოდ გადაბარგდით...

სწორედ ეს არ იყო უპირატესობა.

არ გრძნობდით მხარდაჭერას?

ეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგალითად, სამი ტიპიური გერმანელი ფეხბურთელია, ფლობს ფიზიკურ სიძლიერეს და ამასთან ერთად, ჟოზე მოურინიოს ნდობაც აქვს. სწორედ ამიტომ გაიარა მან სწრაფად ადაპტაცია.

დიახ, ეს ის ფეხბურთელია, რომლის შეძენაც პირადად მწვრთნელმა მოითხოვა...

სწორედ. მე ნაწილობრივ კაპელოსა და შუსტერს შორის ჩავიკარგე.

"რეალი" ნამდვილად იყო ცენტრალური მცველების გამანადგურებელი?

"სამეფო კლუბში" თამაში დიდად გამოირჩეოდა სხვა გუნდში თამაშისგან. მოურინიოს დროს ყველაფერი შეიცვალა.


ინფორმაციის წყარო: As.com
ავტორი - Faqo Oo

თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: BERU, თარიღი: 07-02-2012 17:09, კომენტარი: 52, სიახლე: 0  
User
"შაჰინი? "რეალში" არავის აცდიან"

რაღაც ეს სიტყვები ვერ წავიკითხე ინტერვიუში winked

ავტორი: Faqo Oo, თარიღი: 07-02-2012 17:16, კომენტარი: 3360, სიახლე: 7704  
Administrator
ციტატა: BERU
როცა გადადიხარ "რეალში" და არ ხარ მზად, გუნდი ათი მატჩიდან ცხრას იგებს და ჩანს, რომ ამ კლუბში არავინ აპირებს შენზე ლოდინს

ლოდინი=ცდას

ქართულში იმეცადინე, გამოგადგება

შაჰინზე აქვს საუბარი და სათაური რაც წერია, ის ჰქონდა

გამოვლენ აქ ექსპერტები lol


--------------------

ავტორი: sopo.real, თარიღი: 07-02-2012 17:59, კომენტარი: 418, სიახლე: 0  
User
nervebis momshlelad laparakobs, dabogmilia tviton ro ar gamouvida araperi. shahins mteli cxovreba win aqvs da aucileblad eqneba bevri shansi tavis gamosachenad. sulac ar aris sircxvili satadarigoze jdoma... bevri aqvs dasamtkicebeli shahins imisatvis rom dziritadshi daimkvidros adgili.


--------------------

ავტორი: special_one, თარიღი: 07-02-2012 18:28, კომენტარი: 293, სიახლე: 0  
User
BERU
მართლა ისეთი სათაური იყო რა შემეგინებინა იმას ვფიქრობდი და რომ წავიკითხე სტატია აზრს მოკლებულად არ ლაპარაკობს...


--------------------

ავტორი: shota.realmadrid, თარიღი: 07-02-2012 18:41, კომენტარი: 1198, სიახლე: 0  
User
არ მევასებოდა და არც მევასება

ავტორი: spawn, თარიღი: 07-02-2012 18:43, კომენტარი: 2217, სიახლე: 0  
User
ეს მაგრა არ მევასებოდა no


--------------------

ავტორი: madridista girl, თარიღი: 07-02-2012 19:10, კომენტარი: 3958, სიახლე: 3  
Friend
ხალხნო რო ხვდებით რო ფაქოს ვერავინ ვერ მოუგებთ ტყუილად ნუღარ წვალობთ..დაზარალებულები მაინც ბოლოს თქვენ რჩებით. lol


--------------------

ავტორი: I❤ReaL, თარიღი: 07-02-2012 19:59, კომენტარი: 1019, სიახლე: 0  
User
ფუუუ ლოოლ...


--------------------

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი
სიახლეები
მულტიმედია
ბლოგი