რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » მარსელო: "წინ კიდევ საპასუხო შეხვედრაა"

მარსელო: "წინ კიდევ საპასუხო შეხვედრაა"

14-08-2017, 05:12
ავტორი: n1ka
ნახვა: 922
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
მარსელო: "წინ კიდევ საპასუხო შეხვედრაა"
"ელ კლასიკოს" მოგების შემდეგ, პრესასთან მარსელომაც ისაუბრა...

""მადრიდმა" ამ გერბისთვის ბრძოლა მასწავლა. გუნდი კარგ ფორმაშია, ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს და ჩვენს გერბს ვაქცევთ ყურადღებას. ბევრი რამ გავაუმჯობესეთ, მაგრამ წინ კიდევ მეორე თამაშია და დასრულებული არაფერია. დაპირისპირების გარდა, ეს სპექტაკლიცაა, რაც ფეხბურთის საუკეთესო შემადგენელი ნაწილია და ეს ძალიან კარგია".

რონალდუს წითელი ბარათი

"კრიშტიანუს გაძევება ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ზოგჯერ ასეთებიც ხდება. მსაჯები სწორ გადაწყვეტილებებთან ერთად, ზოგჯერ არასწორსაც იღებენ".

ნეიმარის წასვლა

""ბარსელონა" ყოველთვის "ბარსელონა" იქნება. მათ ყველაფერი მოიგეს, ნეიმარი უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ გავიმეორებ, "ბარსელონა" მუდამ "ბარსელონად" დარჩება".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.