» » რელანიო: "რონალდუმ უნდა იცოდეს, სად და როგორ მოიქცეს"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1273
  • ავტორი: n1ka
  • თარიღი: 15-08-2017, 20:47
15-08-2017, 20:47

რელანიო: "რონალდუმ უნდა იცოდეს, სად და როგორ მოიქცეს"

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი

რელანიო: "რონალდუმ უნდა იცოდეს, სად და როგორ მოიქცეს"
ესპანური გამომცემლობა AS-ის მთავარი რედაქტორის მოსაზრება...

მადრიდის "რეალის" იმ გულშემატკივრებში, რომელთაც ვესაუბრე, უდიდესი იმედგაცრუება გამოიწვია იმ სიახლემ, რომ კრიშტიანუ რონალდუს ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ამას თავისი მიზეზი ნამდვილად აქვს: ის ცუდი მსაჯის მსხვერპლი გახდა, რომელმაც სიმულაცია იქ შენიშნა, სადაც ის არ ყოფილა და მეორე ყვითელი ბარათის ამოღებაც არ დააყოვნა. გაძევების შემდეგ, კრიშტიანუმ მატჩის არბიტრს, რიკარდო დე ბურგოსს ხელი ჰკრა, თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ ამ ეპიზოდმა მსაჯის მიერ შედგენილ პროტოკოლში დაისადგურა. ესპანური ფეხბურთის დისციპლინარულ კომიტეტს კი, არაფერი დარჩენია,გარდა მინიმალური ზომების მიღებისა: რონალდუს შესაძლოდან ყველაზე მცირე დასჯა ერგო: ოთხი მატჩი ხელის კრვის გამო და ერთი - წითელი ბარათის. მსაჯზე ფიზიკური კონტაქტის შემთხვევაში 4-12 მატჩიანი დისკვალიფიკაციაა განსაზღვრული და რადგანაც პორტუგალიელის საქციელი არ იყო ძალიან სერიოზული, მას ყველაზე ადვილი განაჩენი გამოუტანეს.

ვფიქრობ, "რეალი" ამ დისკვალიფიკაციის ოთხ მატჩამდე შემცირებას შეძლებს, თუ მეორე ყვითელ ბარათს გააუქმებენ, რადგან ფეხბურთელის მხრიდან არანაირ სიმულაციას ადგილი არ ჰქონია და ეს მხოლოდ დე ბურგოსს მოეჩვენა. "ჩაყვინთვა" იდეალური ჰქონდა ლუის სუარესს, რომელიც ამ სფეროში სპეციალისტია. ამ ქმედებებით მან ჯერ კიდევ "პსჟ"-სთან საპასუხო შეხვედრაში გამოიჩინა თავი და "ბარსელონას" ფორვარდის ამ დიდებულმა "თამაშმა" განვლილ "კლასიკოშიც" გაამართლა, რადგან მისი ვარდნის წყალობით მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, რონალდუს წაქცევამ კი მისი მოედნიდან გაძევება გამოიწვია. უნდა გავიხსენოთ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ცნობილი (2-6) "კლასიკოს" დროს ლეო მესიმაც ჰკრა ხელი უნდიანო მალიენკოს. ეს ყველაფერი 2009 წელს მოხდა, მაგრამ არბიტრმა თავის პროტოკოლში ეს მომენტი არ შეიტანა და მესი დაუსჯელი დარჩა.

ეს უსამართლობაა, მაგრამ ამ სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებას ვერ ვხედავ. არის კიდევ ერთი რამ, რაც კრიშტიანუს ამ დისკვალიფიკაციას თავს აარიდებდა. გატანილი გოლის შემდეგ ამპარტავნული სისულელის გამო მაისური რომ არ გაეხადა, ეს ყვითელი მისთვის პირველი იქნებოდა, არ ვიხილავდით გაძევებას და შესაბამისად, არც რეფერიზე ფიზიკური კონტაქტი იქნებოდა. კრიშტიანუ თავის ქების აუცილებლობას რომ არ ხედავდეს, ახლა იქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ. გარდა ამისა, როგორც არ უნდა ეცადა მას თავისი მეორე ყვითელი ბარათის გასაჩივრება, მსაჯზე ხელით შეხება ზედმეტი იყო. ის პროფესიონალია და 30 წელზე მეტისაა. რონალდუ ბავშვი აღარაა და უნდა იცოდეს, რისი გაკეთება შეიძლება და რისი - არა. ცუდი მსაჯის არაკომპეტენტურობამ და რონალდუს ბუნებამ კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანა.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.