» » რონსერო: "მარკოს ლიორენტე უნდა წავიდეს, რათა შემდგომში დაბრუნდეს"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 959
  • ავტორი: n1ka
  • თარიღი: 18-08-2017, 14:36
18-08-2017, 14:36

რონსერო: "მარკოს ლიორენტე უნდა წავიდეს, რათა შემდგომში დაბრუნდეს"

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი

რონსერო: "მარკოს ლიორენტე უნდა წავიდეს, რათა შემდგომში დაბრუნდეს"
გამომცემლობა "AS"-ის ერთ-ერთი მთავარი რედაქტორის, ტომას რონსეროს მოსაზრება...

სამწუხაროა, რადგან ჩვენ შესანიშნავ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, მაგრამ ცხადია, რომ მარკოსი თავისი პროგრესის შეჩერებას გვერდიდან ყურებას ვერ შეძლებს. ეს კი ასე იქნება, თუ უახლოეს ნახევარ სეზონს ტრიბუნაზე გაატარებს. დარწმუნებული ვიყავი, რომ გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით, ის კაზემიროს პირდაპირი შემცვლელი იქნებოდა. მაგრამ, ვერ გამოვრიცხავ, რომ კოვაჩიჩი ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა და იმსახურებს იმ როლს, რომელიც მას ზიდანისგან უკანასკნელ სამ "კლასიკოში" ერგო (მაიამიში, ბარსელონასა და მადრიდში).

ლიორენტე - კანტერანოა, მის სისხლში მადრიდიზმის დნმ-ი ჩქეფს. თუ მისი წასვლა გარდაუვალია, კლუბი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი წასვლა უკან დაბრუნებასაც ითვალისწინებს. ის უნდა წავიდეს იჯარით, ისეთ გუნდში, რომელშიც მას ყურადღებას მიაქცევენ, როგორც ეს "ალავესმა" გააკეთა, საიდანაც ფეხბურთელი 40-ზე მეტი ჩატარებული მატჩით და გაცილებით დიდი გამოცდილებით დაბრუნდა. მარკოსი საკმარისად კარგია "რეალისთვის", მაგრამ ახლა მისი ადგილი არ არის. მატეო კოვაჩიჩი არის ის, ვის გამოც მას წასვლა უწევს.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.