» » "თამაში, ზეწოლა და არანორმალური ტემპი"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1753
  • ავტორი: n1ka
  • თარიღი: 19-08-2017, 12:31
19-08-2017, 12:31

"თამაში, ზეწოლა და არანორმალური ტემპი"

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი

"თამაში, ზეწოლა და არანორმალური ტემპი"
ესპანური გამომცემლობა MARCA-ს ჟურნალისტის, ენრიკე ორტეგოს მოსაზრება...

მადრიდის "რეალი" თავისი თამაშით სიამოვნებას იღებს. გუნდი თავდაჯერებულად ლიდერობს, აყენებს თავის პირობებს, ქმნის ტემპს და ჯაბნის მოწინააღმდეგეს. ტაქტიკური მონახაზი, ფიზიკური სიძლიერე, უბურთოდ მოძრაობა და დადებითი ხასიათი. მაქსიმალური ინტენსივობა პირველივე წუთიდან. არანორმალური რიტმი, რომელსაც მოწინააღმდეგე ვერ უძლებს. ბალანსი მაღალ პრესინგსა და უბურთოდ თამაშის დროს ძალების ეკონომიას შორის. საბოლოო ჯამში, "მადრიდი" - ჩემპიონია.

"ბარსელონა" - პირდაპირ საწინააღმდეგოდ: არანაირი თავდაჯერებულობა, დაშლილი და მეტოქისადმი შიშის მქონე გუნდი. დამაძინებელი გადაცემები უკან, უშედეგო პასები ცენტრში და ბურთის ამოტანა, როდესაც წინ წასვლაა საჭირო. "კამპ ნოუზე" ფიასკოს შემდეგ, კატალონიელებს შეტევაში წასვლის გარდა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ.

ორივე მწვრთნელმა ტაქტიკური მონახაზი შეცვალა. ზიდანმა როტაციაც კი გამოიყენა. არც მეტი არც ნაკლები, ყველაფერი სამართლიანია. სქემა 4-4-2 გადადიოდა 4-3-3-ში შეტევის დროს, დაცვისას კი 4-5-1 ხდებოდა. ლუკას ვასკესი და მარკო ასენსიო დაცვაშიც ეხმარებოდნენ გუნდს.

თუ კვირას, "კამპ ნოუზე", ზიდანმა გაგვაკვირვა იმით, რომ ლეო მესის მეთვალყურეობა პერსონალურად მატეო კოვაჩიჩს დაავალა, საპასუხო მატჩში მან თითქმის იგივე გაიმეორა, ოღონდ, გარკვეული ნიუანსებით. თავიდან, ხორვატი საყრდენ ზონაში თამაშობდა, სადაც, როგორც წესი, კაზემირო დგას ხოლმე. მის მარჯვნივ მოდრიჩი და მარცხნივ კროოსი - უკვე საკმარისად შეთამაშებული სქემაა.მატეო კონცენტრირებული იყო არგენტინელის მოძრაობებზე და დაცვაში ჩამოდიოდა, რითაც თავის პარტნიორებს მოედნის ცენტრს უთავისუფლებდა.

საფრთხემ ყველა მხრიდან იჩინა თავი. ვარანი და რამოსი ლუის სუარესს უთმობდნენ უდიდეს დროს, მაგრამ არ ივიწყებდნენ მესის მეთვალყურეობასაც, რომელიც, საპახუსო შეხვედრაში, ურუგვაელთან ერთად, ფორვარდთა დუეტს ქმნიდა. კოვაჩიჩი ჯიუტად დასდევდა ლიონელს, მაგრამ ვერ ახერხებდა დიდი ხნით მისი ბურთის გარეშე დატოვებას. ამაში ეხმარებოდნენ მას კროოსი და მოდრიჩი, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, უკან ჩამოდიოდნენ.

ვალვერდე თავის გადაწყვეტილებებში უფრო რადიკალური იყო. მან მოედნიდან დეულოფეუ და ალეიშ ვიდალი მოხსნა. "ბლაუგრანას" მწვრთნელი კლასიკური 4-3-3-დან გადავიდა ხუთმცველიან სქემაზე, სამი ფეხბურთელი ცენტრალურ მცველად იდგა (პიკე-მასკერანო-უმტიტი), ფლანგები კი სერხი რობერტოს და ჟორდი ალბას ებარა, რომლებიც ხშირად რჩებოდნენ შეტევაში და ლუკას ვასკესის და ასენსიოს გარღვევებს ვეღარ უსწრებდნენ. მატჩის მსვლელობისას მათ 5-3-2-დან 3-5-2-ზე გადასვლა მოუწიათ.

შეცვლების შერჩევისას ზიდანი მარტივი და ლოგიკური იყო. კაზემირომ დაუღალავ კოვაჩიჩს დასვენების საშუალება მისცა, ტეომ მარსელოს ფლანგს სიმშვიდი შეჰმატა, სებალიოსმა კი კროოსი ჩაანაცვლა. ვალვერდეს ცვლილებებმა "ბარსელონას" შედეგი ვერ მოუტანა. პიკეს იძულებითი ცვლილება, რომელსაც, წესით, მატჩი ბოლომდე უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ დისკომფორტი იგრძნო. მის ნაცვლად გამოსული სემედუ მასკერანოსთან ერთად, ცენტრში ჩაიკარგა. მხოლოდ დეულოფეუს გამოსვლამ შეცვალა გარკვეულწილად მატჩის სურათი. მაგრამ, მარცხენა ფრთიდან გუნდს სიმწვავე მაინც აკლდა. შესაძლოა, მოედანზე პაკო ალკასერი უნდა გამოსულიყო.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.