MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ლუის ფერნანდესი: "მბაპე სამ კლუბზე ფიქრობს"

კატეგორია: სიახლეები, ტრანსფერები, ინტერვიუ თარიღი: 20-08-2017, 04:59
ლუის ფერნანდესი: "მბაპე სამ კლუბზე ფიქრობს"

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ლუის ფერნანდესმა, რომელიც სადღისოდ "პსჟ"-ს სასწავლო ცენტრში სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს, "მონაკოს" ფორვარდ კილიენ მბაპეზე და მის მომავალზე ისაუბრა...

"კილიანის გარშემო შექმნილი სიტუაცია ძალიან რთულია. მას გასულ კვირაში ლიგა 1-ის პირველ ორ ტურში არ უთამაშია, რამაც საუბრები კიდევ უფრო გაამწვავა. მისი "პსჟ"-ში გადასვლა ადვილი ამბავი არ იქნება".

"ვფიქრობ, ის სამ კლუბში გადასვლის ვარიანტს განიხილავს - "პსჟ", "რეალი" და შესაძლოა, "მანჩესტერ სიტიც". ინგლისურ კლუბში მისი მეგობარი, ბენჟამინ მენდი თამაშობს, მაგრამ არამგონია, რომ მან გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ის "მონაკოს" მაისურით ჯერ არ თამაშობს, რადგან ვერ გადაუწყვეტია, დარჩეს თუ წავიდეს. კილიანი მხოლოდ 18 წლისაა. ამიტომ, გადაწყვეტილება არამხოლოდ თავად, არამედ ოჯახსა და ახლობლებთან ერთად უნდა მიიღოს."

"მონაკოში" კიდევ ერთი წლით დარჩენა - არცთუ ისე ცუდი ვარიანტია მისთვის. მბაპეს დიდ კლუბში თამაში სურს, მაგრამ "მონაკო" სწორედ ასეთია. მათ სეზონი წარმატებულად დაიწყეს. კილიანს კონკურენტუნარიანი გუნდი სჭირდება, მონეგასკური კლუბი კი წინსვლას და განვითარებას განაგრძობს. იქ ის ნამდვილად ვერ იგრძნობს ისეთ წნეხს, როგორსაც "პსჟ"-ში, წელსვე რომ პარიზულ კლუბში გადაბარგდეს".

"თუკი ის მაინც გადავა "პსჟ"-ში, შემტევ ტრიოს კავანი - ნეიმარი - მბაპეს ძალიან ბევრი ტიტულის მოგება შეეძლება, ჩემპიონთა ლიგისაც კი. ეს სამეული არაფრით ნაკლები იქნება ბეილ-ბენზემა-რონალდუზე, რომლებიც ბოლო წლებში "რეალში" წარმატებით ასპარეზობენ"
- განაცხადა ფერნანდესმა Cadena Ser-თან საუბარში.

"რეალის" ხელმძღვანელობამ ლოს-ანჯელესში მბაპეს ტრანსფერი განიხილა

ლოს-ანჯელესში მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობის შეხვედრა გაიმართა, სადაც "მონაკოს" ფორვარდ კილიან მბაპეს ტრანსფერი განიხილეს. სანამ ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ, ფლორენტინო პერესმა, ხოსე ანხელ სანჩესმა და ზინედინ ზიდანმა ფრანგი...

რონალდო: "თუ მბაპე "რეალში" გადაბარგდება, ტრიოდან ერთ-ერთი უნდა წავიდეს"

მადრიდის "რეალის" ექს-ფორვარდმა რონალდომ "მონაკოს" ფორვარდ კილიან მბაპეს "სამეფო კლუბში" შესაძლო გადაბარგებაზე ისაუბრა......

"რეალმა" შესაძლოა მბაპე შეიძინოს და 1 წლით "მონაკოში" დატოვოს

მადრიდის "რეალი" "მონაკოს" 18 წლის ფორვარდ კილიან მბაპეს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს......

Marca: მბაპემ "რეალში" გადაბარგებაზე თანხმობა განაცხადა

"მონაკოს" ახალგაზრდა ფორვარდი კილიან მბაპე შესაძლოა მადრიდის "რეალში" ამ ზაფხულში გადაბარგდეს......

აგენტი: "მონაკო" 80 მლნ. ევროდ მბაპეს მხოლოდ ცალ ფეხს გაყიდის"

საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო პასტორელომ "მონაკოს" ფორვარდ კილიან მბაპეს სატრანსფერო ღირებულებაზე ისაუბრა......

პირესი: "მბაპემ "რეალში" გადაბარგება არ უნდა იჩქაროს"

ლონდონის "არსენალისა" და საფრანგეთის ნაკრების ექს-ნახევარმცველი რობერ პირესი "მონაკოს" ფორვარდ კილიან მბაპეს ურჩევს ამ ზაფხულს მადრიდის "რეალში" არ გადაბარგდეს......

ბენზემამ მბაპეს ურჩია "მონაკოს" დატოვება არ იჩქაროს

ქარიმ ბენზემამ RMC-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "მონაკოს" ფორვარდ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. ბენზემა თვლის, რომ მბაპესთვის "მონაკოდან" წასვლა ნაადრევი იქნება......

მენდიეტა: "არამგონია დე ხეას "რეალში" გადაბარგების კიდევ ერთი შანსი მიეცეს"

"ვალენსიასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, გაისკა მენდიეტამ განაცხადა, რომ დავიდ დე ხეას შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადაბარგების კიდევ ერთი შანსი აღარ მიეცეს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.