» » ზინედინ ზიდანი - უჩინარი მწვრთნელი, რომელმაც "რეალს" ღიმილი დაუბრუნა
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 2051
  • ავტორი: n1ka
  • თარიღი: 20-08-2017, 06:04
20-08-2017, 06:04

ზინედინ ზიდანი - უჩინარი მწვრთნელი, რომელმაც "რეალს" ღიმილი დაუბრუნა

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი

ზინედინ ზიდანი - უჩინარი მწვრთნელი, რომელმაც "რეალს" ღიმილი დაუბრუნა
მას ჰქვია ზინედინ ზიდანი და მან უკვე დატოვა კვალი "რეალის" ისტორიაში, როდესაც გლაზგოში გამარჯვების და "ნოვენას" მომტანი გოლი გაიტანა ლევერკუზენის "ბაიერის" კარში...

ახლა, როდესაც ის მწვრთნელი გახდა, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ უმეტესწილად სწორედ მისი ხელოვნების უმაღლესი დონის გამო დადგა კლუბისთვის ოქროს ეპოქა. შვიდი ტიტული წელიწადნახევარში ან 592 დღეში, შვიდი ტიტული 90 მატჩის შემდეგ: "მადრიდში" 2016 წლის 4 იანვარს მოსვლის შემდეგ, მან მხოლოდ სამეფო თასი და ლა ლიგა დათმო. ისიც, თავისი პირადი ლა ლიგა მან იმ სეზონშიც მოიგო, რადგან ბენიტესის დანატოვარი გუნდით 53 ქულა მოიპოვა, ოთხით მეტი, ვიდრე "ბარსამ" და ექვსით მეტი, ვიდრე "ატლეტიკომ". ახლა უკვე ფრანგი კლუბის ისტორიაში მოგებული ტიტულების რაოდენობით მესამე მწვრთნელია. ის დელ ბოსკეს გაუტოლდა, მაგრამ ეს ყველაფერი სარეკორდო პერიოდში მოახერხა. ფრანგი მხოლოდ მოლოვნისთან (8) და მუნიოსთან (14) მარცხდება.

იმას, რომ ზიდანი თავისი საქმის ოსტატია, ამტკიცებს ის ფაქტი, რომ მან ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა (ისტორიული დუბლი, პირველად 59 წლის მანძილზე), იმავე შემადგენლობით მოიგო, რომლითაც ბენიტესი კრიზისში იმყოფებოდა (მოვიდნენ მხოლოდ მორატა, ასენსიო და კოენტრაუ). ამ სეზონში გუნდი დატოვა მორატამ, ხამესმა, პეპემ და კოენტრაუმ, ხოლო გადმოვიდნენ ტეო, სებალიოსი, ვალიეხო, მაიორალი და მარკოს ლიორენტე.

ფლორენტინომ ზიდანი გამოიყენა როგორც სწრაფი ცვლილება ბენიტესის კრიზისის შემდეგ, რომელიც ანჩელოტის წასვლიდან დაიწყო, იტალიელს მთელი გუნდი უჭერდა მხარს. ფრანგმა კი გასახდელში უნიკალური სიტუაცია შექმნა და "უნდესიმა" მოიგო. ამიტომ, ბევრს უკვირდა, რატომ არ აპირებდა ფლორენტინო მწვრთნელთან კონტრაქტის განახლებას თითქმის გასული სეზონის ბოლომდე.

აპრილში, როდესაც "რეალი" "ბარსას" ორი ქულით უსწრებდა ლა ლიგაში, ხოლო ლიგაზე "ბაიერნთან" მეოთხედფინალური ბრძოლებისთვის ემზადებოდა, ჟურნალისტებმა ზიზუს პირდაპირ ჰკითხეს:

"მომავალ სეზონში "რეალის" მწვრთნელი იქნებით"
? რაზეც, ფრანგის პასუხი კიდევ უფრო პირდაპირი იყო: "არ ვიცი. ამიტომაც, არაფერს ვგეგმავ, ამ სეზონის ბოლომდე დრო ჯერ კიდევ მაქვს. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კლუბი. ახლა ამ კლუბის სათავეში ვდგავარ, რაც არ უნდა მოხდეს".

სიტყვით "რაც არ უნდა მოხდეს", ზიდანი, სავარაუდოდ, გულისხმობდა იმას, რომ "რეალში" ყოფნის 13 წლის მანძილზე (2000-2006, 2009-2017) ფლორენტინომ 11 მწვრთნელი შეიცვალა. გარდა ამისა, ის ხვდებოდა, რომ პირველ ექვს თვეში მოგებული ჩემპიონთა ლიგა არაფრის გარანტიას არ იძლეოდა, თუ მომავალ წელს მას კიდევ არ დაემატებოდა ან ჩემპიონთა ლიგა, ან ლა ლიგა.

მაგრამ, ეს ზიდანის "რეალი" გაძლიერდა და ერთი კალენდარული წლის მანძილზე ოთხი ტიტული მოიგო - ისტორიული მიღწევა, რომელიც ასევე კარლო ანჩელოტიმ დაიპყრო. ასევე, მან მოიგო ორი ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ, რაც ამ არსებულ ფორმატში ჯერ არავის მოუხერხებია. წელიწადნახევარში მან შვიდი ტიტული მოიგო. იმდენივე, რამდენიც დელ ბოსკემ 4 წელიწადში. ფლორენტინომ კი, როგორც იქნა, გაუხანგრძლივა მას ხელშეკრულება 2020 წლამდე. ეს არის ზინედინ ზიდანი - ადამიანი მაგიური დარტყმით ჰაერიდან და უჩინარი მწვრთნელი, რომელმაც "რეალს" ღიმილი დაუბრუნა.

მარკო რუისი - გამომცემლობა AS-ის ჟურნალისტი
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.