რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ზიდანი: "კრიშტიანუ 90 წუთს ითამაშებს"

ზიდანი: "კრიშტიანუ 90 წუთს ითამაშებს"

23-08-2017, 02:54
ავტორი: n1ka
ნახვა: 1256
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ზიდანი: "კრიშტიანუ 90 წუთს ითამაშებს"
"ფიორენტინასთან" დაპირისპირების წინ, "რეალის" მთავარი მწვრთნელი პრესას გაესაუბრა.

"ფიზიკურად ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ, რამდენიმე ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუს ჩათვლით, მატჩს სასტარტოში დაიწყებენ და 90 წუთს ითამაშებენ. გვსურს, რომ მოვიგოთ და ეს ტიტული შევინარჩუნოთ. თუმცა, ასევე, კარგი თამაშის ჩატარებასაც ვგეგმავთ".

"თითოეული გულშემატკივარი მნიშვნელოვანია. ისიც, ვინც მოისურვებს "სანტიაგო ბერნაბეუს" თასის გათამაშების ხილვას და მოვა სტადიონზე და ისიც, ვინც სახლში დარჩენას და მატჩის ტელევიზორში ყურებას ამჯობინებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრიზი აქ დარჩეს".

"სეზონი კარგად დავიწყეთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ასეც გავაგრძელებთ. მიუხედავად კარგი სტარტისა, სეზონი ძალიან ხანგრძლივია. ლა ლიგა სულ ახლახანს დაიწყო და 38 მატჩისგან შედგება, მისი მოგება დიდ შრომას მოითხოვს. საკუთარი თამაშით კმაყოფილები ვართ და გვსურს, რომ ასე გავაგრძელოთ, განსაკუთრებით თამაშის ხარისხის მხრივ. თუ კარგად თამაშს განვაგრძობთ, ბედნიერები ვიქნებით".


შეგახსენებთ, რომ მატჩი "რეალი" - "ფიორენტინა" 24 აგვისტოს, თბილისის დროით 00:45 საათზე დაიწყება.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.