MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ვინისიუს ჟუნიორი "რეალში" გადაბარგებას არ ჩქარობს

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 23-08-2017, 20:45
ვინისიუს ჟუნიორი "რეალში" გადაბარგებას არ ჩქარობს

"ფლამენგოს" ფორვარდმა ვინისიუს ჟუნიორმა განაცხადა, რომ "რეალში" გადაბარგებას არ ჩქარობს. 17 წლის ფეხბურთელს ამ ეტაპზე გამოცდილების მიღების სურვილი ბრაზილიის ჩემპიონატში აქვს...

"მოთმინება უნდა ვისწავლო. ძალიან მშვიდი და ბედნიერი ვარ. ამიტომ, არ ვჩქარობ. გარდა ამისა, შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს, რომლებიც მენდობიან" - ციტირებს ვინისიუსის სიტყვებს Marca.

ვინისიუსის "რეალში" ტრანსფერი ოფიციალურად ძალაში 2018 წლის ივლისში შევა. ვარაუდობენ, რომ ბრაზილიელი "ფლამენგოში" ასპარეზობას 2019 წლის ივლისამდე გააგრძელებს.

ვინისიუსმა ბრაზილიის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, აქტივში კი 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

ვინისიუს ჟუნიორმა პროფესიონალურ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა

"ფლამენგოში" მოასპარეზე 17 წლის ვინისიუს ჟუნიორმა, რომელიც მადრიდის "რეალს" 2019 წლის ზაფხულში შეუერთდება, პროფესიონალურ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა......

"ჩემმა კლიენტმა "რეალი" აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსა" მეტ ფულს სთავაზობდა"

"ფლამენგოს" ფორვარდ ვინისიუს ჟუნიორის აგენტმა განაცხადა, რომ "ბარსელონა" მის კლიენტს უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობდა, მაგრამ ვინისიუსმა სპორტული თვალსაზრისით უპირატესობა მადრიდის "რეალს" მიანიჭა......

ვინისიუსი: "ბედნიერი ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე "რეალზე" და ფულზე არ ვფიქრობ"

"ფლამენგოს" 16 წლის ფორვარდი ვინისიუს ჟუნიორი გახარებულია იმ ფაქტით, რომ 2018 წლის ზაფხულიდან მადრიდის "რეალში" ითამაშებს. თუმცა, ამ ეტაპზე არ ჩქარობს და ბრაზილიურ კლუბში თამაშზეა კონცენტრირებული......

ზიკომ "რეალს" და "ფლამენგოს" მოუწოდა ვინისიუსი ზეწოლისგან გაათავისუფლონ

მოგეხსენებათ, გუშინ, მადრიდის "რეალმა" "ფლამენგოს" 16 წლის ტალანტი ვინისიუს ჟუნიორი 45 მლნ. ევროდ ოფიციალურად შეიძინა. ბრაზილიელი ფეხბურთელი "რეალს" 2019 წლის ზაფხულში შეუერთდება ან უფრო ადრე, თუ ამას კლუბები გადაწყვეტენ......

ოფიციალური განცხადება: ვინისიუს ჟუნიორი

მადრიდის "რეალი" და "ფლამენგო" ვინისიუს ჟუნიორის ტრანსფერზე შეთანხმდნენ......

ვინისიუს ჟუნიორმა ბრაზილიის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა

"ფლამენგოს" ფორვარდმა "ატლეტიკო მინეიროსთან" (1:1) შეხვედრაში ბრაზილიის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა......

კაზემირო: "ვინისიუსს დიდი პოტენციალი აქვს"

კარლოს ენრიკე კაზემირომ "ფლამენგოს" შემტევი ნახევარმცველის ვინისიუს ჟუნიორის "რეალში" შესაძლო გადაბარგებაზე ისაუბრა......

Globoesporte: ვინისიუსმა "ბარსელონა" უარით გაისტუმრა და "რეალში" იასპარეზებს

ბრაზილიური გამოცემა Globoesporte-ს ინფორმაციით, "ფლამენგოს" ნახევარმცველმა ვინისიუს ჟუნიორმა "ბარსელონა" უარით გაისტუმრა და "რეალში" თამაშზე თანხმობა განაცხადა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

25.01.2018 00:30


2 - 0

19.01.2018 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.