რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » ზიდანი: "მივაღწიეთ იმას, რაც გვსურდა"

ზიდანი: "მივაღწიეთ იმას, რაც გვსურდა"

24-08-2017, 14:39
ავტორი: n1ka
ნახვა: 669
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
ზიდანი: "მივაღწიეთ იმას, რაც გვსურდა"
"ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი პრესას გაესაუბრა...

"კარგი მატჩი ჩავატარეთ. ამხანაგური მატჩის შედეგებს ხშირად ის წყვეტს, თუ როგორ დაიწყებ მატჩს: მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყავით, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გულშემატკივრების წინაშე კარგად გამოსვლა. ბერნაბეუს თასი "ბერნაბეუზე" რჩება, რაც ძალიან გვახარებს".

"მივაღწიეთ იმას, რაც გვსურდა: ფეხბურთელებმა, რომლებიც უფრო იშვიათად თამაშობენ, სათამაშო დრო მიიღეს, სწორედ ამისთვის არის საჭირო მსგავსი მატჩები. ლიორენტემაც, სებალიოსმაც და მაიორალმაც ითამაშეს, ასევე კრიშტიანუსაც ჰქონდა დღეს თამაშის უფლება".

"თავისი გოლით რონალდუმ აჩვენა, თუ რა შეუძლია: გვახარებს, რომ ის ჩვენთან არის".

"დღეს დავისვენებთ, მაგრამ უკვე ხვალიდან "ვალენსიასთან" მატჩისთვის დავიწყებთ მზადებას, რომლამდე არც ისე ბევრი დროა დარჩენილი".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.