რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » მარკოს ლიორენტე: "მოცემული შანსი გამოვიყენეთ"

მარკოს ლიორენტე: "მოცემული შანსი გამოვიყენეთ"

24-08-2017, 14:51
ავტორი: n1ka
ნახვა: 341
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
მარკოს ლიორენტე: "მოცემული შანსი გამოვიყენეთ"
მარკოს ლიორენტეს და ბორხა მაიორალის მატჩისშემდგომი კომენტარი...

მარკოს ლიორენტე:
"ვიცოდით, რომ "ფიორენტინასთან" ადვილი თამაში არ იქნებოდა, მაგრამ მათთვის, ვინც არც ისე დიდ სათამაშო პრაქტიკას იღებს, ეს თავის გამოჩენის კარგი საშუალება იყო, რომელიც გამოვიყენეთ".

"პაკო ხენტომ კარიერა მრავალი წლის წინ დაასრულა, მაგრამ ის დღემდე მაძლევს რჩევებს, რომ სიმშვიდე შვინარჩუნო და თავდაუზოგავად ვიშრომო".

"სეზონი დიდებულად დავიწყეთ, უმალვე წინ წავიწიეთ და გუნდური მუშაობის შედეგად, ასევე გავაგრძელებთ, რათა ყველა ტიტულისთვის შევძლოთ ბრძოლა".

"ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო სტადიონზე თამაშის საშუალება მომეცა - ამაზე ვოცნებობდი".

"თანაგუნდელები მუდამ მეხმარებოდნენ და მხარს მიჭერდნენ, კარგად ვითამაშეთ და დიდებულ შედეგსაც მივაღწიეთ".

"ზიდანს ყველა ფეხბურთელის იმედი აქვს და ჩვენც სრულ მზადყოფნაში ვართ."

"კრიშტიანუ - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, რასაც ყველა მატჩში და თითოეულ ვარჯიშზე ამტკიცებს. მოხარული ვარ ჩვენი გამარჯვებითა და მისი გოლით".


ბორხა მაიორალი:
""მადრიდში" დარჩენა მსურს და რახან ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, ესეიგი ჩემს პერსპექტივებს ვხედავ ამ გუნდში, ვიცი, რომ ჩემთვის აქ ადგილი მოიპოვება".

"ამ გუნდში ძალიან რთულია სათამაშო დროის მიღება, რადგან მსოფლიოს საუკეთესო შემადგენლობა გვყავს, მაგრამ მიხარია, რომ აქ ვარ: ზიდანს ჩემი იმედი აქვს და მეც თავს არ დავგოზავ, რათა მოედანზე გასვლის საშუალება მომეცეს - თითოეული თამაში ჩემთვის ფინალის მსგავსია".

"მიხარია, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" პირველი გოლის გატანა შევძელი. ისეთ ფეხბურთელთან ერთად თამაში, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა - ძალიან ადვილია. ყოველთვის, როდესაც ის საჯარიმოში შედის, სიტუაცია მწვავდება. არანაირი სიტყვა არ იქნება საკმარისი მისი ნიჭის დასახასიათებლად - ის არაჩვეულებრივ ფეხბურთს თამაშობს".
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.