რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
» » კრიშტიანუმ ბერნაბეუს თასზე პირველად გაიტანა

კრიშტიანუმ ბერნაბეუს თასზე პირველად გაიტანა

24-08-2017, 15:06
ავტორი: n1ka
ნახვა: 438
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
კრიშტიანუმ ბერნაბეუს თასზე პირველად გაიტანა
პორტუგალიელმა წინა 5 შეხვედრაში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა...

მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუს კიდევ სამი მატჩის გამოტოვება უწევს, დისკვალიფიკაცია არ ვრცელდებოდა ამხანაგურ მატჩებზე და ფეხბურთელმა სანტიაგო ბერნაბეუს თასზე 90 წუთი ითამაშა...

33-ე წუთზე მან ბურთი მიიღო, ერთი მცველი ულამაზესად ჩამოიტოვა და თავის სტილში, ბურთი შორეულ კუთხეში გაუშვა და ბადეშიც გაახვია. აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი გოლი გახდა ბერნაბეუს თასზე ნათამაშებ ექვს შეხვედრაში.

რონალდუმ დისკვალიფიკაციის 2 მატჩი უკვე მოიხადა და კიდევ 3-ს გამოტოვება უწევს. მისი დაბრუნება 20 სექტემბერს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბეტისთან" შეხვედრაში იგეგმება.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.