» » ზინედინის "რეალი"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1483
  • ავტორი: n1ka
  • თარიღი: 26-08-2017, 02:57
26-08-2017, 02:57

ზინედინის "რეალი"

კატეგორია: სიახლეები, ბლოგი

ზინედინის "რეალი"
მადრიდის "რეალი", რომელსაც შეტევაში ტრიო "BBC" მიუძღვოდა, თავისუფალი სივრცეებისა და თავდამსხმელების სისწრაფეზე და ეფექტურობაზე მუშაობდა, ზიდანის "რეალმა" კი, იმ გუნდის რამდენიმე თვისება შეინარჩუნა, მაგრამ უფრო მეტ დროს სხვა ასპექტებს უთმობს...

...ბურთის ფლობასა და ნახევარმცველების ბრწყინვალებას. ბენზემა, ბეილი და კრიშტიანუ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრნი აღარ არიან.

შედეგად, ჩვენ მივიღეთ დომინანტი და მიუღწეველი გუნდი, რომელიც თავის ბრწყინვალებას დემონსტრირებს, როგორც "ბარსელონა" გვარდიოლას საუკეთესო წლებში. "რეალი" ბურთის ფლობაზე აკეთებს აქცენტს და შესაძლოა გამოიყენოს სხვადასხვა ტაქტიკები, გამომდინარე საჭიროებიდან. მრავალმხრივობამ ისინი ჩემპიონებად აქცია: "მადრიდმა" შესაძლოა "კამპ ნოუზე" მატჩი ბურთის ფლობის 28%-ით მოიგოს, საპასუხო შეხვედრაში, "ბერნაბეუზე" კი მეტოქეს ბურთი საერთოდ დაუმალოს. წლევანდელი ლა ლიგაც, "თეთრებმა" დაიწყეს შეტევიდან, რომელიც მრავალი წელი ემახსოვრება ყველას: 2006 წლის შემდეგ, გოლამდე არავის გაუკეთებია ზედიზედ ამდენი პასი.

"რეალი" უფრო ძლიერი ნახევარმცველების დიდებული თამაშის მეშვეობით გახდა, როგორც ადრე ეს თავდამსხმელების ეფექტურობით და თითქმის თამაშის გარეშე ხდებოდა. მაშინ "მადრიდი" გოლებისთვის ცხოვრობდა და არა თამაშისთვის, ახლა ყველაფერი პირიქით არის - გოლების თანამონაწილენი ხდებიან კაზემიროც, ისკოც და კროოსიც. გუნდის სამი ნახევარმცველი გასული სეზონის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოდა და პრიზი ლუკა მოდრიჩს ერგო, რომელმაც თანაგუნდელებს, კაზემიროს და ტონი კროოსს აჯობა.

მეორე მხრიდან, ეს გუნდის წარმატებების ლოგიკური თანმდევია, ანუ კოლექტივის გამოყოფის საშუალება, რომელმაც ბოლო 4 ჩემპიონთა ლიგიდან 3 მოიგო. მეოთხე საკვანძო ფიგურა ამ სისტემის გახდა არაჩვეულებრივი ნახევარმცველი ისკო, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს და მიმდინარე სეზონის დასაწყისში უდიდესი როლი შეასრულა. "რიასორზე" გუნდი ოთხი ნახევარმცველით თამაშობდა, ისევე, როგორც კარდიფში - ზიდანის საყვარელ მატჩში, როგორც მან თავად აღიარა და ეს სულაც არ არის დამთხვევა.

"რიასორზე" შესრულებულ შეტევას რომ დავუბრუნდეთ, გუნდმა 107 წამში 44 პასი შეასრულა - "დეპორტივო" ბურთის დაუფლებასთან ახლოსაც კი არ ყოფილა. ამ კომბინაციაში გუნდის ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, რვაჯერ ბურთი ისკომ მიიღო და ამდენივეჯერ - მოდრიჩმა. კროოსი ბურთთან ექვსჯერ აღმოჩნდა და საუბარი სულაც არ არის გრძელ გადაცემებზე, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მოკლე და სწრაფი პასები დომინირებდა, რომელსაც საბოლოოდ თავბრუდამხვევი ეფექტი აქვს - ის, რისი გაკეთებაც გვარდიოლას უყვარდა "ბარსელონაში" ხავის, ინიესტას, ბუსკეტსისა და მესის დახმარებით.

"მადრიდმა" ეს შეტევა მარჯვენა ფრთაზე დაიწყო, მაგრამ მარცხენა მხრიდან შესრულდა მისი დამაგვირგვინებელი სტადია, როდესაც იქ ბენზემა გამოჩნდა - ფეხბურთელი, რომელსაც ახალი სქემა სასიკეთოდ ერგება. ბეილმა, რომელიც არც ისე კარგად ურთიერთობს სხვებთან, ჯერ კიდევ უნდა იპოვოს თავისი ადგილი ახალ გუნდში. რაც შეეხება კრიშტიანუს - მისი ეფექტურობა აჩენს მის საჭიროებას თამაშის ნებისმიერ სქემაში - ახალში პორტუგალიელი "ცხრიანად" იქცევა და უფრო ხშირად აღმოჩნდება საჯარიმოს ცენტრში.

გუნდის ახალი სტილი რადიკალურად განსხვავდება სხვებისგან ასევე იმით, რომ არც ერთ გუნდს არ გააჩნია მსგავსი თადარიგი, რომლითაც ისედაც ძლიერი ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერება შეიძლება: კროოსი, მოდრიჩი, ისკო, კოვაჩიჩი, სებალიოსი, ასენსიო, ლიორენტე. საჭიროების შემთხვევაში ზიდანმა შესაძლოა ნახევარმცველთა ამ კოლექტივისგან საუკეთესო შედეგი გამოიღოს. არადა, ერთი შეხედვით, ის შესაძლოა, გადამეტებულიც კი მოგვჩვენოს.

უფრო და უფრო რთული იქნება "რეალის" ხილვა სამი თავდამსხმელით - უფრო ხშირად გუნდი ოთხ ნახევარმცველს გამოიყენებს. თუმცა, BBC კიდევ შესაძლოა დაბრუნდეს, ოდესმე - "მადრიდის" არაჩვეულებრივი სიმდიდრე ზიდანის ხელშია, რომელმაც გამარჯვებების ეპოქაში გუნდის თამაშს სილამაზეც შეჰმატა.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.