რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » "რეალს" ლა ლიგის თასი "ვალენსიასთან" მატჩის დაწყებამდე გადაეცემა

"რეალს" ლა ლიგის თასი "ვალენსიასთან" მატჩის დაწყებამდე გადაეცემა

26-08-2017, 21:27
ავტორი: n1ka
ნახვა: 1323
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
"რეალს" ლა ლიგის თასი "ვალენსიასთან" მატჩის დაწყებამდე გადაეცემა
მას შემდეგ, რაც "რეალმა" ლა ლიგა მოიგო, უკვე 98 დღე გავიდა, მაგრამ, თასი გუნდს მხოლოდ ახლა გადაეცემა...

"მალაგასთან" მოგების შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. მაშინ 21 მაისი იყო, დღეს 26 აგვისტოა და, "რეალმა" ამ პერიოდში კიდევ სამი ტიტულის მოგება მოახერხა - ჩემპიონთა ლიგისა და ორი სუპერთასის. თუმცა, თასის წარდგენა "სანტიაგო ბერნაბეუს" გულშემატკივრების წინაშე მხოლოდ "ვალენსიასთან" მატჩის დაწყებამდე მოხდება, როდესაც ჩემპიონები კუთვნილ თასს დაისაკუთრებენ.

ესპანეთის ჩემპიონატში ასეთი წესია. გუნდი, რომელიც ჩემპიონი ხდება, თასს იღებს მომავალ საშინაო შეხვედრაში. ამან ძალიან გააკვირვა ლუკა მოდრიჩი და გარეტ ბეილი, რომლებიც "მალაგასთან" მატჩის შემდეგ დაჯილდოების მოლოდინში იყვნენ. თუმცა, მათ კრიშტიანუმ ადგილობრივი წესი აუხსნა.

ლა ლიგის თასი ოთხშაბათიდან "ბერნაბეუზე" იმყოფება და ელოდება, თუ როდის გაიტანს მას სერხიო რამოსი მოედანზე, გულშემატკივრების წინაშე წარსადგენად.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.