რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » სექტემბერი "რეალისთვის" დატვირთული იქნება

სექტემბერი "რეალისთვის" დატვირთული იქნება

2-09-2017, 14:55
ავტორი: n1ka
ნახვა: 939
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
სექტემბერი "რეალისთვის" დატვირთული იქნება
ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება და ესპანეთის ჩემპიონები 22 დღეში 7 თამაშს ჩაატარებენ.

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები, სანაკრებო პაუზის შემდეგ, კლუბის განკარგულებაში დაბრუნდებიან და საკმაოდ ბევრი თამაშის ჩატარებაც მოუწევთ. ყველაფერი "სანტიაგო ბერნაბეუზე", 9 სექტემბერს დაიწყება, როდესაც დედაქალაქურ გრანდს "ლევანტე" ეწვევა, შემდეგ კი, 13 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგა განახლდება და "რეალი" "აპოელს" გაუმასპინძლდება ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში.

ევროპის ყველაზე დიდი საფეხბურთო ტურნირის დაწყება ნიშნავს იმას, რომ კლუბი იძულებული გახდება, ყოველ სამ დღეში ჩაატაროს შეხვედრები.

ორი საშინაო მატჩის შემდეგ, "სამეფო კლუბი" "ანოეტაზე", "რეალ სოსიედადთან" სათამაშოდ გაემგზავრება (17 სექტემბერი, თბილისის დროით 22:45), შემდეგ კი, კვლავ შინ "ბეტისს" მიიღებს (20 სექტემბერი, 23:59).

შემდეგ მოდის სტუმრობა "ალავესთან" (23 სექტემბერი, 18:15).

გამგზავრება გერმანიაში

თვის ბოლო კვირაში, ზიდანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, "სიგნალ იდუნა პარკს" ესტუმრება და დორტმუნდის "ბორუსიას" შეერკინება (26 სექტემბერი, 22;45) და უქმეებზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ესპანიოლს" მიიღებს. ჯამში, "რეალი" 22 დღეში 7 შეხვედრას ჩაატარებს, შემდეგ კი, ოქტომბერში, კვლავ სანაკრებო პაუზა იქნება.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.