რეგისტრაცია შესვლა
საიტზე შესვლა
Качественные бесплатные шаблоны dle скачать с сайта
ბოლო მატჩები
» » კოენტრაუმ პორტუგალიის ნაკრების რიგებში ტრავმა მიიღო

კოენტრაუმ პორტუგალიის ნაკრების რიგებში ტრავმა მიიღო

4-09-2017, 19:50
ავტორი: ZZ
ნახვა: 559
კომენტარი: 0
საბეჭდი ვერსია
კოენტრაუმ პორტუგალიის ნაკრების რიგებში ტრავმა მიიღო
მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველმა ფაბიუ კოენტრაუმ, რომელიც ამ სეზონს არენდით ლისაბონის "სპორტინგში" ატარებს, უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებთა დაპირისპირებაში ტრავმა მიიღო. ფაბიუმ მოედანი მატჩის დაწყებიდან 28 წუთში დატოვა...

გამოცემა Record-ის ინფორმაციით, კოენტრაუს ტრავმამ ლისაბონის "სპორტინგის" წარმომადგენლები ძალიან გააღიზიანა. უფრო ზუსტად კი გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუში. მას შემდეგ, რაც პორტუგალიის ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა, ჟეზუშს იმედი ჰქონდა, რომ ფაბიუ კლუბს მშვიდობიანად დაუბრუნდებოდა. მიუხედავად ამისა, კოენტრაუ დაშავდა და მისი თამაში პორტუგალიის ჩემპიონატის უახლოეს შეხვედრაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

აღსანიშნავია, რომ ფაბიუმ წლევანდელ სეზონში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სტატიის რეიტინგი:
  
ძვირფასო სტუმარო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ უკვე რეგისტრირებული მომხარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.