|
"რეალი" - ყველაზე ძვირფასი მსოფლიოში
გუნდი, რომელსაც ვერასდროს ვერ დაივიწყებ მსოფლიოში მხოლოდ ერთია- მადრიდის "რეალი". გუნდი, რომელთან ერთადაც განიცდი სიხარულს და ტკვილს. გუნდი, რომელიც შენთვის ყველაზე ძვირფასია მსოფლიოში. ყოველთვის უნდა ამაყობდე იმით, რომ შენ მადრიდისტა ხარ. არ აქვს მნიშვნელობა ეს ფანობა რონალდუს თუ სხვა ფეხბურთელისგანაა გამოწვეული, მთავარია მხოლოდ ერთია გრძნობა, რომელიც ყველაფერს გაგაკეთებინებს. უბრალოდ ცოტათი რომ დაფიქრდე, მიხვდები, როგორი და რა დიდებული ფეხბურთელები თამაშობდნენ, თამაშობენ და ითამაშებენ შენს საყვარელ გუნდში. სადაც არ უნდა წახვიდე, რაზეც არ უნდა იფიქრო, შენს გრძნობებსა თუ ოცნებებში მუდამ მოიძებნება ადგილი, სადაც მადრიდის "რეალის" სახელია ნახსენები.
![]() თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტი ან მომენტები, რომელიც არასდროს არ დაგავიწყდება. რა თქმა უნდა ამ გასაოცარ წუთებში ერთ-ერთი მათგანი მადრიდის "რეალია". არცერთ მადრიდისტას არასდროს არ დაავიწყდება ის წუთები, რომელიც მან "თეთრებთან" ერთად განიცადა. მადრიდის "რეალი" არის შენი ოცნება, ფიქრები, გრძნობები ყველა ძვირფასი რამ მსოფლიოში. მას შეუძლია გული გატკინოს ისე, როგორც არავის, ასევე მას შეუძლია ისე გაგახაროს, როგორც არავინ. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს იცი, რომ შენ მუდამ მასთან დარჩები. "ბლანკოსი" არის შენი ერთ-ერთი ოჯახის წევრი, რომელსაც მართალია ვერ ესაუბრები, ვერ აძლევ რჩევებს, მაგრამ შენ მას მუდამ ადევნებ თვალს, გიყვარს ისე, როგორც ადამიანი. ეს ის გრძნობაა, რომელსაც ვერცერთი ადამინია ან მეცნიერი ვერასდროს ვერ ახსნის. ![]() რასაც არ უნდა აკეთებდე ან რა საქმეც არ უნდა გქონდეს, როდესაც დაინახავ, რომ ვიღაც შენს გუნდს ლანძღავს ან არ აფასებს მაშინვე მის დაცვას იწყებ, თითქოს ის იყოს შენი შვილი ან ნათესავი, რომელიც პატარაა და ჯერ არ შეუძლია თავისით დაიცვას თავი. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დავიბადეთ ისაა, რომ "ბლანკოსი" გვენახა. ეს ხომ, ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს. რა მოხდებოდა 1902 წელს არ დაარსებულიყო მადრიდის "რეალი" ? იქნებ ბევრ მადრიდისტას ფეხბურთი არ შეგვყვარებოდა ? ან საერთოდ "ბარსელონას" ფანები გავმხდარიყავით ? მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო ასეთ სიხარულს ვერცერთ გუნდი ვერ გვაჩუქებდა. ![]() მსოფლიოში არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ოცნება არ აქვს. ბევრი ადამიანის ოცნება განსხვავებულია და ძნელია გამოიცნო რა უნდა მათ, მაგრამ ყველა მადრიდისტას გვავს ერთი ოცნება- ვნახოთ "სანტიაგო ბერნაბეუ". ამ გასაოცარ არენაზე ვნახავთ ჩვენი საყვარელი გუნდის თამაშს და ამჯერად სახლის ნაცვლად სტადიონიდან დავუჭერთ მხარს "ბლანკოსს". შეიძლება ბევრი მადრიდისტა უკვე ნამყოფია იქ, მაგრამ უმეტესი ნაწილი სამწუხაროდ არა. თუმცა რაც არ უნდა იყოს ფაქტი ერთია, როდესაც იქ დადგამ ფეხს მსოფლიოში ყველაზე, თუ არა ერთ-ერთი უბედნიერესი ადამიანი იქნები და ის წუთები სიკვდილის მერეც გაგყვება. შეიძლება ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ, მაგრამ როდესაც შენი გუნდის გერბს, თამაშს უყურებ ხალისდები და ძალა გემატება. ეს ნამდვილი საოცრებაა. ![]() შეიძლება, უკვე მოგაბეზრეთ ამდენი ლაპარაკით თავი, ამიტომ დასასრულისკენ წავალ. ამ სტატიით მინდა, რომ იგრძნოთ, თუ რა საამაყოა, როდესაც მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი ხარ და ეს გრძნობა ბოლომდე გაგყვეთ. ცუდია, როდესაც შენი გუნდი მარცხდება და მაშინ ცხელ გულზე სისულეებსაც ვამბობთ, მაგრამ შემდეგ, როდესაც ყველაფერი ჩაივლის ისევ ისე გიყვარს "რეალი". ეს ერთგვარი სენია, რომელსაც რაც არ უნდა მოხდეს ვერასდროს ვერ მოიშორებ. საბედნიეროდ გუნდს ახლა კარგი სეზონი უდგას და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ დარჩა ერთი ვიღაც, ვინც საბოლოოდ უნდა დაბრუნდეს თავის ადგილზე! ერთი სიტყვით, მადრიდის "რეალი" არის სენი, რომელიც შენთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირფასია. ![]() ავტორი - we love madrid
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: madridista888, თარიღი: 15-02-2012 17:14, კომენტარი: 78, სიახლე: 2
ავტორი: Faqo Oo, თარიღი: 15-02-2012 17:23, კომენტარი: 3360, სიახლე: 7704
ავტორი: madridista888, თარიღი: 15-02-2012 17:28, კომენტარი: 78, სიახლე: 2
ავტორი: takomadrid, თარიღი: 15-02-2012 17:34, კომენტარი: 46, სიახლე: 0
ავტორი: shota.realmadrid, თარიღი: 15-02-2012 17:38, კომენტარი: 1198, სიახლე: 0
ავტორი: RmA.cR7.rK8., თარიღი: 15-02-2012 18:01, კომენტარი: 597, სიახლე: 0
ავტორი: spawn, თარიღი: 15-02-2012 18:27, კომენტარი: 2217, სიახლე: 0
ავტორი: halamadrid, თარიღი: 15-02-2012 20:39, კომენტარი: 4985, სიახლე: 0
ავტორი: special_one, თარიღი: 15-02-2012 20:49, კომენტარი: 293, სიახლე: 0
ავტორი: we love madrid, თარიღი: 15-02-2012 20:52, კომენტარი: 238, სიახლე: 110
ავტორი: Marco Reus, თარიღი: 15-02-2012 21:11, კომენტარი: 602, სიახლე: 3
ავტორი: madridista girl, თარიღი: 15-02-2012 21:15, კომენტარი: 3958, სიახლე: 3
ავტორი: mirchex, თარიღი: 15-02-2012 22:43, კომენტარი: 1105, სიახლე: 0
ავტორი: jackass, თარიღი: 15-02-2012 22:46, კომენტარი: 61, სიახლე: 0
ავტორი: Faqo Oo, თარიღი: 15-02-2012 22:53, კომენტარი: 3360, სიახლე: 7704
ავტორი: ana_real, თარიღი: 15-02-2012 22:59, კომენტარი: 902, სიახლე: 24
ავტორი: nika-ramos, თარიღი: 16-02-2012 00:09, კომენტარი: 725, სიახლე: 0
ავტორი: M5 G POWER, თარიღი: 16-02-2012 01:42, კომენტარი: 693, სიახლე: 8
ავტორი: MADRIDEL, თარიღი: 16-02-2012 03:29, კომენტარი: 1345, სიახლე: 1
ავტორი: Faqo Oo, თარიღი: 16-02-2012 12:21, კომენტარი: 3360, სიახლე: 7704
ავტორი: halaronaldo7, თარიღი: 16-02-2012 12:46, კომენტარი: 630, სიახლე: 244
ავტორი: we love madrid, თარიღი: 16-02-2012 13:25, კომენტარი: 238, სიახლე: 110
ავტორი: M5 G POWER, თარიღი: 16-02-2012 13:58, კომენტარი: 693, სიახლე: 8
ავტორი: ikera, თარიღი: 16-02-2012 14:05, კომენტარი: 8, სიახლე: 0
ავტორი: we love madrid, თარიღი: 16-02-2012 14:34, კომენტარი: 238, სიახლე: 110
ავტორი: Madridista MaRia, თარიღი: 16-02-2012 16:30, კომენტარი: 16, სიახლე: 0
ავტორი: mirchex, თარიღი: 16-02-2012 16:54, კომენტარი: 1105, სიახლე: 0
ავტორი: mercho, თარიღი: 16-02-2012 18:17, კომენტარი: 2474, სიახლე: 1
ავტორი: mirchex, თარიღი: 16-02-2012 21:04, კომენტარი: 1105, სიახლე: 0
ავტორი: Kaxa., თარიღი: 16-02-2012 21:22, კომენტარი: 1497, სიახლე: 0
ავტორი: we love madrid, თარიღი: 16-02-2012 21:37, კომენტარი: 238, სიახლე: 110
ავტორი: jinjo, თარიღი: 16-02-2012 23:36, კომენტარი: 5456, სიახლე: 0
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE

















































--------------------
ნუ ეტყვი ღმერთს რომ პრობლემა გაქვს,
უთხარი პრობლემას რომ ღმერთი გყავს !