» » ზიდანი: "ერთი წარუმატებელი მატჩის გამო დიდ ცვლილებებს არ განვახორციელებ"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1316
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 9-09-2017, 20:41
9-09-2017, 20:41

ზიდანი: "ერთი წარუმატებელი მატჩის გამო დიდ ცვლილებებს არ განვახორციელებ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა

ზიდანი: "ერთი წარუმატებელი მატჩის გამო დიდ ცვლილებებს არ განვახორციელებ"
ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მე-3 ტურში "ლევანტესთან" (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

"ჩვენი ასპარეზობით კმაყოფილები ვერ ვიქნებით. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმს ეხება. შეხვედრის მეორე ნახევარში თამაში ოდნავ გამოვასწორეთ, მაგრამ ორი ქულა დავკარგეთ. უნდა გავერკვეთ, როგორ ვითამაშოთ უკეთესად და მეტი ქულა დავაგროვოთ".

"ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თამაშის ძლიერად დაწყება და იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ მეტოქემ სწრაფი გოლი გაგვიტანა. ეს უკვე პირველად არ ხდება. უკეთესად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ამავდროულად მოთმინება გამოვიჩინოთ და გონება არ დავკარგოთ. არ ვღელავ. ასეთი მატჩები სეზონის ნაწილია. იგივე იყო გასულ წელსაც. იქნება აღმასვლა და დაღმასვლა, მაგრამ კარგი ის არის, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად საკმარისი დრო გვაქვს. იმედგაცრუებული ვარ იმით, თუ როგორ ვმუშაობდით ბურთთან. გარკვეულმა შეცდომებმა და კონცენტრაციის დაკარგვამ ის მოიტანა, რომ მეტოქემ დაგვსაჯა. ასეთი რამ ხდება, მაგრამ ამის გამო წყობიდან არ უნდა გამოვიდეთ".


რეალიზაცია

"იმ შანსების ფონზე, რაც ჩვენ შევქმენით, უფრო ეფექტურები უნდა ვყოფილიყავით. როცა ისეთ მომენტებს ქმნი, როგორც "ვალენსიასთან" მატჩში ან "ლევანტესთან" შეხვედრის მეორე ტაიმში, ისინი უნდა გამოიყენო, მაგრამ ეს ფეხბურთია. არის შემთხვევები, როცა ბედნიერი ვერ იქნებით და ისე კარგად ვერ ითამაშებთ, როგორც გსურთ. ოთხშაბათს კიდევ ერთი მატჩის ჩატარება მოგვიწევს და მისთვის მზად ვიქნებით. ჩვენ თამაშის გაუმჯობესება და ქულების დაგროვება გვსურს".

"კარგ ფორმაში ვიმყოფებით და ეს დავამტკიცეთ კიდეც, როცა მეორე ტაიმში თამაში გავაუმჯობესეთ. შექმნილი მომენტებიდან გამომდინარე, იმ რაოდენობის გოლი ვერ გავიტანეთ, რამდენიც "ვალენსიასთან" და "ლევანტესთან" მატჩებში უნდა გაგვეტანა".


როტაციები

"არ შევცვლი იმას, რისი გაკეთებაც ამ გუნდთან ერთად მსურს. როგორც ყოველთვის, თავისი აზრის დაფიქსირება ყველას შეუძლია. გადაწყვეტილებებს მე ვიღებ და ეს არ შეიცვლება. ერთი წარუმატებელი მატჩის გამო დიდ ცვლილებებს არ განვახორციელებ. მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ და ვიცი, რომ უკეთესად თამაში შეგვიძლია, ვიდრე დღეს ვაჩვენეთ".

შეტევის ხაზი

"ეს ის შემადგენლობაა, რომელთანაც უნდა ვიმუშავოთ. ამიტომ, სხვა არჩევანი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ სწორი გზა გუნდში ვიპოვნო. ქარიმმა ტრავმა მიიღო და ვიმედოვნებ, სერიოზული არაფერია. კრიშტიანუ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მინდორს დაუბრუნდება. დარწმუნებული ვარ, სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ".

სისტემა

"ეს ერთ-ერთი ვარიანტია, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია და ამით კმაყოფილი ვარ. მთლიანობაში, გუნდი არ ფუნქციონირებდა, მაგრამ ეს ტეოს და მარსელოს გამო არ ყოფილა".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.