» » ლუკასი: "მსაჯების საქმიანობას არ განვიხილავ"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 627
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 10-09-2017, 01:38
10-09-2017, 01:38

ლუკასი: "მსაჯების საქმიანობას არ განვიხილავ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა

ლუკასი: "მსაჯების საქმიანობას არ განვიხილავ"
ლუკას ვასკესი, მარკოს ლიორენტე და ტეო ერნანდესი "ლევანტესთან" (1:1) მატჩის შემდეგ...

ლუკას ვასკესი

"ბოლო ორი ფრე ის არ არის, რაც ჩვენ გვსურდა, მაგრამ ყველაფერი უკვე მოხდა. ახლა ისღა დაგვრჩენია ჩვენი შეცდომებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და წინსვლა გავაგრძელოთ. მატჩის მიწურულს ძალები აღარ გვეყო იმისათვის, რომ სახიფათო მომენტები შეგვექმნა. "ლევანტე" ჩაიკეტა და გვიჭირდა".

"ფორვარდის პოზიციაზე თამაში კრიშტიანუ რონალდუს შეუძლია, მაგრამ ის უკვე ოთხი მატჩია ჩვენს გვერდით არ არის. ეს ძალიან ბევრია. მსაჯების საქმიანობას არ განვიხილავ. ადამიანებს გარედან მსაჯის ქმედებების შეფასება უყვართ".


მარკოს ლიორენტე

"მატჩი ოდნავ უცნაური იყო. გაშვებულმა გოლმა სიტუაცია დაამძიმა, შემდეგ კი მატჩის ბოლო წუთამდე გამარჯვებას ვცდილობდით. მეტოქემ დაცვაში ძალიან კარგად იასპარეზა. მომენტები გვქონდა, მაგრამ ეფექტურობა გვაკლდა და ამის გამო გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. "ლევანტემ" ძალიან ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ".

"გუნდი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული. ჩემპიონთა ლიგის სტარტს მოუთმენლად ველოდები. კრიშტიანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას საოცარი საგოლე ალღო აქვს და მისი მოედანზე ხილვა კარგი იქნებოდა. თუმცა, ის ფეხბურთელები, რომლებიც დღეს მოედანზე ვიხილეთ, გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს აკეთებდნენ".


ტეო ერნანდესი

"მიხარია, რომ სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი მქონდა, მაგრამ მიღწეული ფრით იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ყოველთვის სამი ქულის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ, მაგრამ ახლა ჩემპიონთა ლიგის მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება. დღევანდელ მატჩში შეცდომები დავუშვით, "ლევანტემ" კი ამით ისარგებლა".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.