» » რუმენიგე: "ლევანდოვსკის ოცნების გუნდი "რეალია"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 1105
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 11-09-2017, 20:30
11-09-2017, 20:30

რუმენიგე: "ლევანდოვსკის ოცნების გუნდი "რეალია"

კატეგორია: სიახლეები, ტრანსფერები, ინტერვიუ

რუმენიგე: "ლევანდოვსკის ოცნების გუნდი "რეალია"
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კლუბის ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის განცხადებაზე ისაუბრა...

პოლონელმა ფორვარდმა გამოცემა Der Spiegel-ს ინტერვიუ მისცა, რომელიც "ბაიერნთან" შეთანხმებული არ ყოფილა. ლევანდოვსკიმ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, "ბაიერნმა" ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელები უნდა გადაიბიროს, თუ ევროპაში წარმატების მიღწევა სურს.

"თუ რობერტს ჩვენი აზიური ტურნე არ მოეწონა, მისი ოცნების გუნდმა "რეალმა" ზაფხულში 24 დღე ორჯერ მეტ სიცხეში გაატარა, ვიდრე ჩვენ".

"ვწუხვარ, რომ მან ეს თქვა. პირველი შემთხვევა არაა, როცა ლევანდოვსკი "ბაიერნზე" ცუდად საუბრობს და ვიცი, რომ ამ განცხადებების უკან თავისი აგენტი მაიკ ბარტელი დგას".

"რობერტს ჩვენთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისთვის სამწუხაროს, მის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ წერია"
- განაცხადა რუმენიგემ Bild-თან ინტერვიუში.

"ბაიერნის" სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი ლევანდოვსკის თავისი განცხადების თაობაზე უკვე ესაუბრა.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.