» » ბეილი: "ჩემი უარყოფითი მხარე? საკმაოდ ზარმაცი ვარ"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 865
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 11-09-2017, 21:44
11-09-2017, 21:44

ბეილი: "ჩემი უარყოფითი მხარე? საკმაოდ ზარმაცი ვარ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ

ბეილი: "ჩემი უარყოფითი მხარე? საკმაოდ ზარმაცი ვარ"
გარეთ ბეილმა გამოცემა El Pais-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა...

"რეალში" გატარებული ოთხი წელი

"კლუბში მქონდა როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდი, მაგრამ ვიმედოვნებ, საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის".

კარდიფის ფინალი

"ფინალში მინდორზე გავედი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ გამოსაჯანმრთელებლად მეტი დრო მჭირდებოდა. ასეთ შემთხვევაში, გუნდს ბევრად უკეთეს ფორმაში დავუბრუნდებოდი და იმას გავაკეთებდი, რასაც ბარძაყზე არსებული ტკივილების გამო ვერ ვაკეთებდი".

ზინედინ ზიდანი

"ზიდანი ძალიან მშვიდია. ის ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებს. ის კამერების წინ ისეთივეა, როგორიც ცხოვრებაში. ზიზუ ამბობს, რომ შეტევის დროს თავის გამოჩენა თითოეულმა მათგანმა უნდა სცადოს, მაგრამ დაცვაშიც ერთ მუშტად შეკრულები უნდა ვიყოთ".

მთავარი ღირსება

"არც კი ვიცი... სანამ ჯანმრთელი ვარ, ჩემი ოჯახი და მეგობრები ჯანმრთელად და ბედნიერად არიან, მეტს ვერც ვინატრებ".

მთავარი უარყოფითი მხარე

"საკმაოდ ზარმაცი ვარ".

სიხარული

"მიხარია, როცა ჯანმრთელად ვარ, ტრავმები არ მაწუხებს და თამაში შემიძლია".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.