» » ვიდეო. რონალდუ სასამართლოსთან აღიარებს, რომ ინგლისში დაბრუნება სურს
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 854
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 12-09-2017, 16:08
12-09-2017, 16:08

ვიდეო. რონალდუ სასამართლოსთან აღიარებს, რომ ინგლისში დაბრუნება სურს

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ

ვიდეო. რონალდუ სასამართლოსთან აღიარებს, რომ ინგლისში დაბრუნება სურს
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის განცხადება...

კრიშტიანუ რონალდუ 31 ივლისს სასამართლოს წინაშე წარსდგა და მოსამართლე მონიკა გომეს ფერერს ჩვენება მისცა. პორტუგალიელს ესპანეთის პროკურატურა 14,7 მლნ. ევროს დამალვაში ადანაშაულებს. ინტერნეტ-სივრცეში სასამართლოზე მყოფი რონალდუს ფოტოები და ვიდეოფრაგმენტები გავრცელდა. თავისი გამოსვლის დროს კრიშტიანუმ ინგლისში დაბრუნების სურვილი გამოთქვა: "ინგლისში პრობლემები არასდროს მქონია. ამიტომ... არა, არა, ამის თქმას არ ვაპირებ... ინგლისში დაბრუნებას ვისურვებდი".

ფეხბურთელმა განმარტა, რომ ესპანეთის საგადასახადო სისტემის შესახებ ცოტა რამ თუ იცის. ამიტომ, მთელ საქმეს თავის კონსულტანტებს და ადვოკატებს უტოვებდა: "ჩემს ირგვლივ ჭკვიანი ადამიანები არიან, რომლებიც ჩემს საქმეებს წარმართავენ. ადამიანები, რომელთაც ფულს ვუხდი იმისათვის, რომ ეს ყველაფერი სწორად გააკეთონ, რადგან ამ საქმის არაფერი გამეგება. სკოლაში მხოლოდ ექვსი კლასი დავამთავრე. მე მხოლოდ ფეხბურთის თამაში ვიცი. თუ მეტის გადახდა მომიწევს, ამას გავაკეთებ კიდეც, რათა პრობლემები აღარ იყოს. როცა რომელიმე ადგილას მივდივარ, ყოველთვის იმდენს ვიხდი, რამდენიც საჭიროა. ყველაფერს სწორად ვაკეთებ და ამის გაკეთებას გავაგრძელებ ესპანეთში, ინგლისში, იტალიაში... ყოველთვის იმას გავაკეთებ, რასაც კანონი მოითხოვს".

Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.