» » "ბოლო სამ თამაშში "რეალს" იმდენივე ფეხბურთელი გაუძევეს, რამდენიც "ბარსელონას" ორ სეზონში"
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 758
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 12-09-2017, 16:35
12-09-2017, 16:35

"ბოლო სამ თამაშში "რეალს" იმდენივე ფეხბურთელი გაუძევეს, რამდენიც "ბარსელონას" ორ სეზონში"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ

"ბოლო სამ თამაშში "რეალს" იმდენივე ფეხბურთელი გაუძევეს, რამდენიც "ბარსელონას" ორ სეზონში"
მადრიდის "რეალის" ექს-მცველმა ალვარო არბელოამ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში მსაჯების საქმიანობაზე და "რეალის" ბოლოდროინდელ ასპარეზობაზე ისაუბრა...

მსაჯები

"ვფიქრობ, პრეზიდენტმა ყველაფერი კარგად ახსნა, როცა თქვა, რომ მსაჯების მუშაობა გაუმჯობესდა, რასაც გულშემატკივრებიც დაეთანხმებიან. მიუხედავად ამისა, უსიამოვნო და საწყენია იმის ნახვა, რომ ბოლო სამ თამაშში "რეალს" იმდენივე ფეხბურთელი გაუძევეს, რამდენიც "ბარსელონას" ორ სეზონში. ეს სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს".

სეზონის სტარტი

"გასულ სეზონში გუნდმა ზედიზედ ოთხი მატჩი დაასრულა ფრედ. ეს ცოტა არ არის. "რეალმა" იცის, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. თუმცა, "სამეფო კლუბს" ასეთი რამ გამოუცდია და წინსვლას გააგრძელებს".

კრიშტიანუ რონალდუზე დამოკიდებულება

"რა თქმა უნდა, გამარჯვების შანსები იზრდება, როცა გუნდში კრიშტიანუ რონალდუ გყავს. თუმცა, დღესდღეობით გუნდს გოლის გამტანი ფეხბურთელები ნამდვილად არ აკლია: გარეთ ბეილი, მარკო ასენსიო, ისკო და სხვები".
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.