გრანერომ, ალბიოლმა და ლასმა შესაძლოა "რეალი" დატოვონ

გრანერომ, ალბიოლმა და ლასმა შესაძლოა "რეალი" დატოვონ
ზაფხულში შესაძლოა მადრიდის "რეალი" სამმა ფეხბურთელმა დატოვოს.

ამჟამად გუნდში არის სამი ფეხბურთელი, რომლებმაც შესაძლოა "სამეფო კლუბი" ზაფხულში დატოვონ. ესტებან გრანეროს, რაულ ალბიოლსა და ლასანა დიარას, თავიანთი მიზეზები აქვთ.

ლასანა დიარა

ხედირა მწყობრში ჩადგა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლასი შესაძლოა, სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდეს. ფრანგი ამ სეზონში ბევრს თამაშობს, მაგრამ ხშირად იღებს ტრავმებს და როცა ხედირა მწყობრშია, სწორედ ის თამაშობს და არა დიარა. ამასთან ერთად, მის კონტრაქტს ვადა წელიწადნახევარში გასდის. როგორც ჩანს, "რეალი" არ აპირებს მის გახანგრძლივებას.

ესტებან გრანერო

ესპანელმაც შესაძლოა დატოვოს მადრიდი. თუ ნური შაჰინი იმ თამაშის ჩვენებას დაიწყებს, რასაც მისგან ელიან, მაშინ გრანეროს ადგილი სათადარიგოთა სკამზეც არ დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ხშირად გამოდის სასტარტო შემადგენლობაში, მაინც თადარიგის ფეხბურთელად რჩება.

რაულ ალბიოლი

ალბიოლის სიტუაცია სულ სხვაგვარია. ის აბსოლუტურად არ თამაშობს. ბოლო მატჩი, რომელიც მან ჩაატარა, 2012 წლის 3 იანვრით თარიღდება, როცა "რეალი" "მალაგასთან" თამაშობდა. თუ სასწაული არ მოხდა, ესპანელი ნამდვილად დატოვებს ჟოზე მოურინიოს გუნდს.


ინფორმაციის წყარო: Fichajes.net
ავტორი - Faqo Oo

თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: shota.realmadrid, თარიღი: 17-02-2012 23:18, კომენტარი: 1216, სიახლე: 0  
User
ესენი სხვა გუნდში ვერ წარმომიდგენია

ავტორი: halamadrid, თარიღი: 17-02-2012 23:30, კომენტარი: 4986, სიახლე: 0  
Friend
წადით რა ფულს მაინც დავითრევთ


--------------------

ავტორი: CeCe))), თარიღი: 18-02-2012 00:23, კომენტარი: 363, სიახლე: 0  
User
ლასი დარჩეს!გრანეროსთვის არვიცი რომელი ჯობია..ალბიოლი ტყუილად გვყავს და გუშვან..


--------------------

ავტორი: Gobnela, თარიღი: 18-02-2012 00:36, კომენტარი: 62, სიახლე: 0  
User
ლასს ხელი არ ახლოთ !!!

ავტორი: BlaCkmoRe, თარიღი: 18-02-2012 08:57, კომენტარი: 348, სიახლე: 147  
Editor
ალბიოლი მოაშორონ დანარჩენებს ხელი არ დაადონ!


--------------------

ავტორი: mirchex, თარიღი: 18-02-2012 10:15, კომენტარი: 1117, სიახლე: 1  
Friend
სამივე გაუშვან და უკეთესები მოიყვანონ.აბა ფეხბურთელების 10% რეალს უკავშირებენ და ადგილი მაინც განთავისუფლდება.წაით წაით


--------------------

ავტორი: nika-ramos, თარიღი: 18-02-2012 11:19, კომენტარი: 725, სიახლე: 0  
Guest
გრანეროს ხელი არ დაედოს ხო ესე ვუშვათ აღზრდილები თანაც ნიჭიერები და მოვიყვანოთ მერე ვიღაც ალტინტოპის ნაირები

ავტორი: paata123123, თარიღი: 18-02-2012 11:45, კომენტარი: 54, სიახლე: 0  
User
უკეთესებიც შეიძლება გუდში და ბევრი ახლგაზრდა ფეღბურთელი გადმოვა მაგათ ნაცვლად ისე ატინტიპი არც მე მომწონს ehh

ავტორი: madridista girl, თარიღი: 18-02-2012 13:13, კომენტარი: 3961, სიახლე: 3  
Friend
გრანეროო დარჩეს,ლასი და ალბიოლი არაა რეალის დონის..


--------------------

ავტორი: ShooTa, თარიღი: 18-02-2012 13:52, კომენტარი: 543, სიახლე: 0  
Friend
გასაშვებია სამივე .. რა გრანერო რის გრანერო ehh ? ლევანტესთან მატჩი არ გიყურებიათ ? თუ მაინც და მაინც ლასი უნდა დატოვონ წელს შედარებით უკეთეს ფორმაშია winked


--------------------

ავტორი: R.K.8, თარიღი: 18-02-2012 14:16, კომენტარი: 1139, სიახლე: 0  
User
ლასი და გრანერო არ უნდა გაუშვან

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი