» » "რეალი" "ატლეტიკის" გოლკიპერ კეპას შეძენით ინტერესდება
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 349
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 19-09-2017, 12:45
19-09-2017, 12:45

"რეალი" "ატლეტიკის" გოლკიპერ კეპას შეძენით ინტერესდება

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები

"რეალი" "ატლეტიკის" გოლკიპერ კეპას შეძენით ინტერესდება
ბილბაოს "ატლეტიკის" გოლკიპერი კეპა არისაბალაგა მადრიდის "რეალის" ინტერესთა სფეროში ივნისის შემდეგ იმყოფება...

მართალია, ზინედინ ზიდანი კეილორ ნავასის თამაშით კმაყოფილია, მაგრამ "რეალის" ხელმძღვანელობა მომავალზეც ფიქრობს.

მომავალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერების ერთ-ერთი კანდიდატი ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების გოლკიპერია.

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, "რეალი" "ატლეტიკს" უკვე დაუკავშირდა და 22 წლის კეპასადმი ინტერესის შესახებ ამცნო.

აქედან გამომდინარე, ბასკური კლუბი ახალგაზრდა გოლკიპერის გაყიდვას არ აპირებს და მზადაა მას ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, რომელშიც გამოსასყიდ თანხად 65 მლნ. ევრო იქნება მითითებული.

კეპას "ატლეტიკთან" ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს ეწურება და უახლოეს მომავალში მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდებიან.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.