|
"რეალი" - "რასინგი" 4:0 / ტექსტური მიმოხილვა
გთავაზობთ, მადრიდის "რეალისა" და სანტანდერის "რასინგის" (4:0) მატჩის, ტექსტურ მიმოხილვას.
ვარანმა, მარსელომ და კაკამ მატჩი ძირითადში დაიწყეს. გუნდი ცდილობდა მცირე პრობლემა, რომელსაც "რასინგი" ერქვა სწრაფად გადაეჭრა, ამიტომაც "ბლანკოსი" პირველივე წუთებიდან ელოდა შანსს, შანსი მე-4-ე წუთზე ჰქონდა რონალდუს, თუმცა მან გოლის გატანა ვერ შეძლო. ორ წუთში მადრიდელთა მორიგი შეტევის დროს, კარში კაკა ურტყამდა, სანტანდერელთა მეკარემ შეძლო დარტყმულის მოგერიება, თუმცა ბურთი ბრაზილიელს მიუვიდა, რომელმაც თავით იქვე შორეულ ძელთან ახლოს ჩააბრუნა, ჩაწოდებულს კრიშტიანუ რონალდუ გამოეხმაურა და თავის სტილში, მაღალ ნახტომში დააწინაურა საკუთარი გუნდი. 26-ე წუთზე კარიმ ბენზემას გოლის გატანა ორჯერ შეეძლო, მაგრამ ორივე შემთხვევაში ტონიომ ივარგა. რამდენიმე წუთში მოედანი სისმამ დატოვა, რომელმაც ხელით თამაშის გამო მეორე ყვითელი მიიღო (38'). მარსელოსა და ბენზემას შეეძლოთ გოლის გატანა, თუმცა გუნდი კვლავ ტონიომ გადაარჩინა. ბენზემას კიდევ შეექმნა მშვენიერი შანსი, რომელიც შესანიშნავად გამოიყენა, უნდა აღინიშნოს ჩაბი ალონსოს გენიალური გადაცემა. "მერენგეები" მეორე ნახევარშიც დომინირებდნენ. კაკა ახლოს იყო ტონიოს დამწუხრებასთან, მაგრამ ბურთი კარს ასცდა (47'). "რასინგმა" დაიწყო შეტევები ბაბაკარისა და აკოსტას მეშვეობით, რომლებიც ჩვეულებისამებრ დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. 62-ე წუთზე ჟოზე მოურინიომ მოედანზე იოზილის ნაცვლად დი მარია შემოიყვანა, რომელსაც ხალხი ოვაციით შეეგება. ამ ცვლილებას მალევე გრანეროს გასვლა და ხედირას შემოსვლა მოჰყვა (70'). მატჩს სანახაობა აკლდა, სანამ დი მარია გენიალურ გოლს არ გაიტანდა (73'). როცა "ბერნაბეუ" არგენტინელის გოლს ზეიმობდა, ჟოზემ კარვალიუ გამოიყვანა პეპეს ნაცვლად. მადრიდული პუბლიკა პორტუგალიელის გამოსვლასაც ოვაციით შეეგება. მალე კარიმ ბენზემამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მატჩს წერტილი დაუსვა. ფრანგს რიკოშეტი დაეხმარა, ბურთი ბერნარდოს მოხვდა და ისე შევიდა სანტანდერელთა კარში (89'). ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com ავტორი - repuls1on
თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.
ავტორი: gvasa, თარიღი: 19-02-2012 09:11, კომენტარი: 980, სიახლე: 295
ავტორი: Pain., თარიღი: 19-02-2012 11:03, კომენტარი: 417, სიახლე: 39
ავტორი: mirchex, თარიღი: 19-02-2012 11:34, კომენტარი: 1117, სიახლე: 1
ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
|
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მეგობრები
მთვლელები
|
|
სიახლეები
|
მულტიმედია
|
ბლოგი
|
We Are MADRIDISTAs - We Are №1 | MADRIDISTA.GE! © 2010-2012
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE
საიტიდან რაიმეს დაკოპირებისას დაიცავით საავტორო უფლებები!
By - MADRIDISTA.GE



















--------------------