» » ზიდანი ზამთარში ტრანსფერების განხორციელებაზე უარს ამბობს
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 440
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 25-09-2017, 20:22
25-09-2017, 20:22

ზიდანი ზამთარში ტრანსფერების განხორციელებაზე უარს ამბობს

კატეგორია: სიახლეები, ტრანსფერები

ზიდანი ზამთარში ტრანსფერების განხორციელებაზე უარს ამბობს
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ცენტრფორვარდის პოზიციის გაძლიერებას არ აპირებს. ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ ტრანსფერებმა შესაძლოა გუნდში შიდა ბალანსი დაარღვიოს. "რეალი" გაძლიერებაზე მხოლოდ ზაფხულში იფიქრებს...

ზიდანი ზაფხულში ხშირად ამბობდა, რომ გუნდს გაძლიერება არ სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა კილიან მბაპეს შეძენით ინტერესდებოდა, რომელიც საბოლოო ჯამში "პსჟ"-ში გადაბარგდა. ფრანგმა სპეციალისტმა თავის შეგირდებს აუხსნა, რომ მათ სრულ ნდობას უცხადებს. ზიზუ შექმნილი მომენტების სტატისტიკას ეყრდნობა. "რეალი" საშუალოდ მატჩში 20 საგოლე მომენტს ქმნის.

საპირისპიროს ამტკიცებს იგივე სტატისტიკა: "რეალის" ფეხბურთელებმა 122 მომენტი შექმნეს და აქედან მხოლოდ 11 აქციეს გოლად. ამან ლა ლიგის სტარტზე ქულების დაკარგვა გამოიწვია.

თუმცა, ზიზუ მშვიდადაა და ამტკიცებს, რომ გოლები დროის საკითხია. ის მიიჩნევს, რომ ბენზემა, რონალდუ, ბეილი და მაიორალი გუნდს დაეხმარებიან. რაც შეეხება კანტერანოს, ფრანგი მწვრთნელი მას მბაპეს ტრანსფერამდე ინარჩუნებდა, ხოლო ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ბორხა "რეალში" დარჩა. მიუხედავად ამისა, ზიდანი თვლის, რომ მაიორალის ნდობა შეიძლება.

რონალდუ და ბენზემა ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც ძირითადში თამაში გარანტირებული აქვთ, მაგრამ ზიდანის 4-4-2 სქემას მხოლოდ კრიშტიანუ მოერგო იდეალურად, რომელსაც სხვადასხვა თანაგუნდელებთან ერთად თამაში უწევს. ამ სეზონში რონალდუს პარტნიორები ბენზემა, ბეილი და ასენსიო იყვნენ. ახლა კი ნათელი ხდება, რომ BBC-ს ტრიო ხელშეუხებელი აღარ არის.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.