» » "რეალი" ზამთარში დრაქსლერისთვის იბრძოლებს
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 372
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 27-09-2017, 13:37
27-09-2017, 13:37

"რეალი" ზამთარში დრაქსლერისთვის იბრძოლებს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები

"რეალი" ზამთარში დრაქსლერისთვის იბრძოლებს
"პსჟ"-ს გერმანელმა შემტევმა იულიან დრაქსლერმა შესაძლოა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს...

ბრიტანული გამოცემა Daily Star-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" სამწვრთნელო შტაბს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იულიან დრაქსლერის შეძენა სურს. ამ ზაფხულს დრაქსლერს "ბარსელონაში" გადაბარგების სურვილი ჰქონდა, მაგრამ უარი მიიღო.

24 წლის გერმანელის სატრანსფერო ღირებულება 35 მლნ. ევროს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ "პსჟ"-მ გასულ სეზონში მის სანაცვლოდ 38 მლნ. ევრო გადაიხადა.

პარიზელთა ნახევარმცველისთვის "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "მონაკო" ინტერესდებოდნენ.

წლევანდელ სეზონში დრაქსლერმა საფრანგეთის ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა, მაგრამ აქტივში გოლი ან საგოლე გადაცემა არ ჩაუწერია.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.