» » "რეალი" დიბალას შეძენით დაინტერესდა
ინფორმაცია სტატიაზე
  • ნახვა: 401
  • ავტორი: ZZ
  • თარიღი: 27-09-2017, 14:22
27-09-2017, 14:22

"რეალი" დიბალას შეძენით დაინტერესდა

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები

"რეალი" დიბალას შეძენით დაინტერესდა
კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდის პაულო დიბალას შეძენით დაინტერესდა...

აღნიშნული ტრანსფერის მთავარი ინიციატორი "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია. ის მიიჩნევს, რომ სატრანსფერო ბაზარზე დიბალას მსგავსი მონაცემების მქონე ფეხბურთელი აღარ არის.

"რეალი" დიბალას შეძენით ადრეც ინტერესდებოდა, მაგრამ შემდგომში კილიან მბაპეზე გადაერთო, რომელიც იმ მომენტისთვის "მონაკოს" ღირსებას იცავდა. თუმცა, ფრანგი ფორვარდით "პსჟ" ინტერესდებოდა და პერესმა პარიზელებთან ფინანსურ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა. საბოლოოდ, მბაპე არენდით "პსჟ"-ში გადაბარგდა, მომავალ ზაფხულს კი მისი სრულუფლებიანი წევრი გახდება.
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь.
Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо войти на сайт под своим именем.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.