MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ბეილი: "ჩვენი სურვილი ყველა მატჩის მოგებაა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 27-09-2017, 16:39
ბეილი: "ჩვენი სურვილი ყველა მატჩის მოგებაა"

გარეთ ბეილი, სერხიო რამოსი, კეილორ ნავასი და კაზემირო დორტმუნდის "ბორუსიასთან" (1:3) მატჩის შემდეგ...

გარეთ ბეილი

"ყველაზე მთავარი გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება იყო, რათა ჯგუფში ლიდერობა გაგვეგრძელებინა. ამასთან ერთად, რწმენა დავიბრუნეთ იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავალთ".

"ჩვენი სურვილი ყველა მატჩის მოგებაა. ახლა ლა ლიგაში პირველ ადგილზე არ ვართ, მაგრამ გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა შევინარჩუნოთ და თავდაჯერებულობა გვქონდეს".


სერხიო რამოსი

"ვიცოდით, რომ ეს მატჩი დორტმუნდში გამარჯვების მოპოვების კარგი შანსი იყო, რის გაკეთებასაც აქამდე ვერ ვახერხებდით. "ბორუსიას" სტადიონზე თამაში ყოველთვის რთულია. ამ კლუბის გულშემატკივრები ამოცანას ართულებენ. თუმცა, ჩვენ პირველივე წუთებიდან თამაშს ვაკონტროლებდით. მეტოქეს ჩვენი თამაში თავს უნდა მოვახვიოთ. ეს წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება".

"როცა კრიშტიანუს და ბეილს გოლები გააქვთ, ეს გუნდს ძალიან ეხმარება. ვიმედოვნებ, ისინი თავიანთ საგოლე სერიას გააგრძელებენ. თუმცა, მათი გოლების მიუხედავად, დღეს ჩვენი გუნდური მუშაობა უმაღლეს დონეზე იყო. თავს შესანიშნავად ვიცავდით. მეტოქე შეტევაში სწრაფად თამაშობს და ბევრ სირთულეს ქმნის, მაგრამ ამას გავუმკლავდით".

"ჩვენს კართან მომენტი სწრაფად ვითარდებოდა. მართალია, ბურთი ხელზე მომხვდა, მაგრამ ეს სრულიად შემთხვევით იყო და კეილორმა ის მოიგერია. ამიტომ, არბიტრს პენალტის დანიშვნის საბაბი არ ჰქონია. არბიტრების მუშაობაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო პერიოდში თამაშის საშუალებას გვაძლევენ და ეს ძალიან მომწონს".


კეილორ ნავასი

"ეს რთული მატჩი იყო, მაგრამ ყოველთვის ჩვენი ფეხბურთის თამაშს ვცდილობთ. გუნდმა პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა და ბურთს აკონტროლებდა. გამარჯვებით ძალიან გახარებულები ვართ".

"უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც გვსურს, მაგრამ ეს მშვიდად უნდა მივიღოთ და ვეცადოთ დაშვებული შეცდომები მომავალში არ გავიმეოროთ. დღეს სამი ქულა მოვიპოვეთ და გახარებულები ვართ".

"კარგი მატჩები ადრეც გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის სრულად კონცენტრირებას ვერ ვახერხებდით. დღეს შეტევაში ჩინებულად ვიასპარეზეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ".

"რთული მომენტები გვქონდა, მაგრამ რწმენა არასდროს დაგვიკარგავს. საგოლე მომენტები რომ არ გვქონოდა, ან მატჩების მსვლელობისას მეტოქე ჩვენზე უკეთესო ყოფილიყო, მაშინ ნერვიულობის საბაბი გვექნებოდა, მაგრამ ასეთი რამ არასდროს ყოფილა. უბრალოდ, ზოგჯერ კონცენტრაცია გვაკლდა".


კაზემირო

"ბეილი და რონალდუ ჩვენთვის განსაკუთრებული ფეხბურთელები არიან. ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა. ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან დორტმუნდში გამარჯვება რთულია. თუ კრიშტიანუ ორი მატჩის განმავლობაში გოლის გატანას ვერ ახერხებს, ამას თავადაც განიცდის. მან იცის, რომ უნდა გაიტანოს, რადგან ნამდვილი გოლეადორი და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მან ეს დღესაც დაამტკიცა".

"კარვახალმა შესანიშნავი გადაცემა გააკეთა, ხოლო ბეილმა თავისი სამუშაო დიდებულად შეასრულა. მას უნდა მივულოცოთ არამარტო გოლის, არამედ ჩინებულად ჩატარებული მატჩის გამო. არ შეგვშინებია, როცა ის შეცვალეს. გარეთი ბევრს მუშაობს და ნორმალურია, რომ დაიღალა. ეს უბრალოდ დაღლილობაა. მას ყველაფერი რიგზე აქვს. ბეილი კვირას გასამართი მატჩისთვის მზად იქნება".

"ჩემთვის დორტმუნდი განსაკუთრებული ადგილია. იქ დავამტკიცე, რომ შემიძლია "რეალის" ფეხბურთელი ვიყო. ამიტომ, ამ სტადიონს განსაკუთრებულად ვეპყრობი".

ზიდანი: "დორტმუნდში გამარჯვება არასდროს მოგვიპოვებია. მოახლოვებული მატჩი გამოწვევაა"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დორტმუნდის "ბორუსიასთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ბურთს რონალდუსთან მისვლა უბრალოდ არ სურდა"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მე-6 ტურში "ალავესთან" (1:2) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

რამოსი: "სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან გუნდმა ღირსეულად იასპარეზა"

სერხიო რამოსი, მარსელო, კაზემირო და დანი კარვახალი "ვალენსიასთან" (2:1) მატჩის შემდეგ......

ასენსიო: "მეორე გაშვებული გოლის დროს არ გაგვიმართლა"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები "ლას-პალმასთან" (2:2) მატჩის შემდეგ......

რონალდუ: "ეს გამარჯვება ყველა მადრიდისტას ეძღვნება"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელების კომენტარები "ატლეტიკოსთან" გამარჯვების შემდეგ......

რონალდუ: "ფანები მატჩის ბოლომდე გვამხნევებდნენ. იდეალური ღამე იყო"

კრიშტიანუ რონალდუ, სერხიო რამოსი, კეილორ ნავასი, პეპე, ქარიმ ბენზემა, გარეთ ბეილი და კაზემირო "ვოლფსბურგთან" (3:0) მატჩის შემდეგ......

ზიდანი: "ლუკასი სასტარტოში თამაშს იმსახურებს"

ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "რომასთან" (2:0) გამართული საპასუხო მატჩის შემდეგ......

კარვახალი: ""ბერნაბეუს" პუბლიკა ძალიან მომთხოვნია. ისინი მსოფლიოს საუკეთესო კლუბის გულშემატკივრები არიან"

დანი კარვახალი, კაზემირო, ლუკას ვასკესი და გარეთ ბეილი "სელტასთან" (7:1) მატჩის შემდეგ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.11.2018 16:00


2 - 4

11.11.2018 23:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 12 34 18 24
2 სევილია 12 24 14 23
3 ატლეტიკო 12 16 8 23
4 ალავესი 12 17 12 23/td>
5 ალავესი 12 16 10 21
6 რეალი 12 20 16 20




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.