ტიაგო სილვა – "რეალის" პრიორიტეტული სამიზნე

ტიაგო სილვა – "რეალის" პრიორიტეტული სამიზნე
"რეალი" საზაფხულო გეგმებს აწყობს და როგორც ჩანს, პირველი სავარაუდო ახალწვეულის ვინაობაც გაირკვა.

"მილანის" მცველი, ტიაგო სილვა, მადრიდის "რეალში" გადაბარგების მთავარი კანდიდატია. მოურინიოს ძალიან მოსწონს ბრაზილიელის თამაშის სტილი და უკვე დაარწმუნა ფლორენტინო პერესი მის გადაბირებაში. ტიაგოს ძლიერი თამაში დაცვის ცენტრში, უყურადღებოდ არ დარჩენილა.

"რეალს" ისე, როგორც არასდროს, ცენტრალური მცველი ესაჭიროება. სერხიო რამოსი დაცვის ცენტრში თამაშობს, მაგრამ შესაძლოა, ისევ ფლანგს დაუბრუნდეს. ამავდროულად, გუნდს რიკარდუ კარვალიუ და რაულ ალბიოლი დატოვებენ. ნომინალურად მოუს განკარგულებაში ორი ცენტრბექი – პეპე და ვარანი დარჩება. პორტუგალიელის აზრით, სილვა კარგად შეავსებს გუნდს. თუმცა, მანამდე საჭიროა ფეხბურთელისა და "მილანის" დაყოლიება.

კლუბებს შორის შესანიშნავი ურთიერთობა, ამ ტრანსფერს რეალურს ხდის, მაგრამ "რეალს" საკმაოდ მოუწევს ჯიბის შეთხელება ტიაგოს შესაძენად. "მილანი" არ აპირებს კაპიკებში გაუშვას თავისი საუკეთესო მცველი და მასში ძალიან დიდი თანხის მიღებას გეგმავს. საუბარია 25–30 მლნ. ევროზე, მაგრამ პერესი ეცდება თანხა ცოტათი შეამციროს.

EL CAMBIO

"რეალმა" შესაძლოა "მილანს" გაცვლაც კი შესთავაზოს. "როსონერი" უკვე მეორე წელია ცდილობს რიკარდო კაკა დაიბრუნოს და შესაძლოა, მადრიდელთა სილვასადმი ინტერესმა ეს ტრანსფერი დააჩქაროს. ეს დაეხმარება "სამეფო კლუბს" გათავისუფლდეს ასაკოვანი ფეხბურთელისგან და პერსპექტიული მცველი მიიღოს.

ტიაგო სილვას ტრანსფერზე მოლაპარაკებები მაისის შუა რიცხვებში დაიწყება, როცა სეზონი ფაქტიურად დასრულებული იქნება.


ინფორმაციის წყარო: Fichajes.net
ავტორი - Faqo Oo

თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხარებელი. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია.

ავტორი: chocho3, თარიღი: 19-02-2012 23:36, კომენტარი: 20, სიახლე: 0  
User
RealMadrid1 realfan2 RealMadrid1 RealMadrid2 rmfc

ავტორი: el gio, თარიღი: 19-02-2012 23:39, კომენტარი: 518, სიახლე: 0  
User
მართალია,თუ კაკა მაისამდე ვერ ითამაშებს მაგის რეალში დარჩენა სისულელე იქნება და გაუშვან ჯობია

ავტორი: Faqo Oo, თარიღი: 19-02-2012 23:41, კომენტარი: 3365, სიახლე: 7723  
Administrator
დღეს საიტზე 50 სტატია დაიწერა

RECORD


--------------------

ავტორი: jinjo, თარიღი: 19-02-2012 23:41, კომენტარი: 5458, სიახლე: 0  
Friend
ეს ფეხბურთელი საერთოდ არ გვჭირდება


--------------------

ავტორი: shota.realmadrid, თარიღი: 19-02-2012 23:50, კომენტარი: 1216, სიახლე: 0  
User
Faqo Oo,
მართლაა 50 სტატია? ვაიმე რამდენია

ავტორი: Faqo Oo, თარიღი: 19-02-2012 23:52, კომენტარი: 3365, სიახლე: 7723  
Administrator
shota.realmadrid,
გადახედე თუ არ გჯერა

უფრო მეტია

უბრალოდ დილიდან მივათვალე და wink

თორემ ღამე, 12-ის მერე სტატიები რო მივათვალო, 1 მთლიან დღეში 60-ზე მეტი სტატია გამოგვივიდა


--------------------

ავტორი: t_i_l_i_k_o, თარიღი: 20-02-2012 00:04, კომენტარი: 382, სიახლე: 0  
User
ეს უზლიერესი მცველია, დავიდ ლუიზს ჯობია და ეს უფრო გამოსადეგია, დაცვაში.

ავტორი: Love Cristiano, თარიღი: 20-02-2012 00:18, კომენტარი: 410, სიახლე: 0  
User
ის კარგი იქნებოდა :)) ბებერ კარვალიოს შეცვლიდა

ავტორი: Pain., თარიღი: 20-02-2012 00:29, კომენტარი: 417, სიახლე: 39  
Beginner
ამას მილანი არაფრით არGაუშვებს :XX


--------------------

ავტორი: Marco Reus, თარიღი: 20-02-2012 00:29, კომენტარი: 603, სიახლე: 3  
Friend
ამაზე მაგრად არავინ არ მინდა რეალში love


--------------------

ავტორი: el capitano 7, თარიღი: 20-02-2012 08:12, კომენტარი: 390, სიახლე: 0  
User
წყარო :X
ინფორმაციის წყარო: Fichajes.net


--------------------

ავტორი: mercho, თარიღი: 20-02-2012 11:34, კომენტარი: 2474, სიახლე: 1  
Friend
Faqo Oo,
Au sg faqo. aqedan sheni ramdenia?


--------------------

ავტორი: nika-ramos, თარიღი: 20-02-2012 13:11, კომენტარი: 725, სიახლე: 0  
Guest
ამ წყააროს არასდროს არ დავუჯერებ რომ მომკლათ ჭორების მეფე წყაროა ეს Fichajes.net

ავტორი: Kaxa., თარიღი: 20-02-2012 14:53, კომენტარი: 1518, სიახლე: 0  
User
ძაან მაგარი ფეხბურთელია ტიაგო yes3


--------------------

ავტორი: R.K.8, თარიღი: 20-02-2012 16:19, კომენტარი: 1139, სიახლე: 0  
User
შანსი არაა სილვა რეალში გადმოვიდეს მარე თუ გადმოვა ძაან კარგი იქნება

ინფორმაცია
ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ლაზარეთი
შემოგვიერთდი
გამოკითხვა
ვინ გსურთ მარჯვენა მცველად მომავალი სეზონისთვის?
მაიკონი
პიშჩეკი
კარვახალი
ისლა
უოლკერი
ირაოლა
ბოსინგვა

რეკლამა
მთვლელები
www.wsa.ge alt navige ქართული ვებ ჰოსტინგი